მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: „საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა პოროშენკომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა'', ...

მიხეილ სააკაშვილი: „საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა პოროშენკომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა”, ,,არ მომეწონა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოროშენკოს დასახვედრად განათლების მინისტრი გაგზავნა”

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი,  უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, წარსულში მისი მეგობრის და თანამებრძოლის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ფეისბუკზე ეხმაურება.
 
როგორც სააკაშვილი წერს, მას არც ის მოეწონა, რომ პეტრო პოროშენკოს აეროპორტში საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები კი არა განათლების მინისტრი დახვდა. სააკაშვილის თქმით ეს ერთგვარად უკრაინის პრეზიდენტი როლის დაკნინებაა:
 
დიახ, და კიდევ. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომ მე არ დავხვედროდი უკრაინის პრეზიდენტს ან პრემიერს აეროპორტში და თავადვე არ გამეცილებინა. ახლა კი ვითომ არაფერი, საქართველოს ხელისუფლებამ პოროშენკოს დასახვედრად განათლების მინისტრი გაგზავნა. მე როგორც ორივე ქვეყნის პატრიოტს, არ მომწონს როდესაც ამგვარად ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტის „ჩამოქვეითებას“- წერს მიხეილ სააკაშვილი.
 
ამასთან მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებებში ორი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა.
 
„საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა პოროშენკომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა. პირველ რიგში მან განაცხადა, რომ „ სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს ისეთი ეფექტური მოლაპარაკების ფორმატი, როგორიც მინსკის შეთანხმებაა, რომელიც რუსული ჯარების გაყვანას ივალისწინებს.“ საქმე იმაშია, რომ 2008 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა რუსული ჯარების გაყვანას, მაგრამ პრეზიდენტ პოროშენოსგან განსხვავებით მე 2008 წელს უარი ვთქვი ამ ტერიტორიების სტატუსის უზრუველყოფის ვალდებულება ამეღო, რასაც სარკოზი მიმტკიცებდა რუსეთის მოთხოვნის შესაბამისად, პოროშენკო კი იძულებული გახდა უკან დაეხია და ეს საკითხი მოლაპარაკებებში შეიტანა. ასე რომ, პატივცემულო პეტრო ალექსის ძევ, ჯარების გაყვანის შესახებ ჩვენ შეთანხმება გვქონდა (სხვა საქმეა რომ რუსეთი ამას ორივე შემთხვევაში არ ასრულებს) , თავად შეთანხმების შინაარსი კი მინსკისგან განსხვავებით კაბალური არ იყო.
 
მეორე შეცდომა პირადად მე მეხება. რა მოხდება თუ რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი საქართველოს მთავრობა მოგმართავთ? მზად ხართ დაარღვიოთ კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი და უკრაინის მოქალაქის გადაცემის საკითხი განიხილოთ? სამართლის საკითხებში მრჩევლები გამოცვალეთ, ბატონო პრეზიდენტო!''
 
 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...