მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჯონ, ეს არის ბრძოლა და შენ არასოდეს დანებდები… დადექი, ჩვენი ყველას სახელით”...

“ჯონ, ეს არის ბრძოლა და შენ არასოდეს დანებდები… დადექი, ჩვენი ყველას სახელით” – მიხეილ სააკაშვილი ჯონ მაკკეინს მიმართავს

Published on

სენატორ ჯონ მაკკეინის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასთან ურთიერთობის, მისი თქმით, მნიშვნელოვან მომენტებს იგონებს. მისი ინფორმაციით, ის და მაკკეინი დიდი ხნის წინ დამეგობრდნენ და ერთმანეთთან სტუმრად რამდენჯერმე არიან ნამყოფი.“როცა რუსებმა საქართველოს დაბომბვა დაიწყეს, მან პირველად დამირეკა და მითხრა, მიშა, ეს არის ბრძოლა და არც შენ და არც მე არასოდეს დავნებდებითო. მაედნის პერიოდში, მე მას ვთხოვე, რომ გადაედო შეხვედრები და ჩამოსულიყო კიევში. იგი ასეც მოიქცა. მერე დამირეკა და მადლობა გადამიხადა, მითხრა, ეს იყო საუკეთესო მოგზაურობა ჩემი სიცოცხლის მანძილზეო. ჩემ უდიდეს მეგობარს, გუშინ, დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი. დღეს მე მას მინდა ვუთხრა: ჯონ, ეს არის ბრძოლა და შენ არასოდეს დანებდები… დადექი, ჩვენი ყველას სახელით” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, სენატორ ჯონ მაკკეინს გუშინ უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...