მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ჯამბაზები'' – ზუგდიდში და ჯამბაზები – საპატრიარქოს ტელევიზიაში

,,ჯამბაზები” – ზუგდიდში და ჯამბაზები – საპატრიარქოს ტელევიზიაში

Published on

ჯემალ ღაღანიძე: ჩვენ ეს სპექტაკლი 5–6 დღის წინათ ზუგდიდში ჩავიტანეთ…
გადაცემის წამყვანი: დიახ, აი, ეს მინდოდა სწორედ მეკითხა, რომ გაიტანეთ საზღვარგარეთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ…'
'
 
არც მეტი, არც ნაკლები,  ასე ,,ჩაეკითხა'' საპატრიარქოს ტელევიზია – ერთსულოვნების''  წამყვანი  მსახიობ ჯემალ ღაღანიძეს, რომელიც სტუდიაში საუბრობდა რუსთაველის თეატრის ბოლო რამდენიმე სპეტაკლზე,  მათ შორის ,,ჯამბაზებზე'', რომელიც დასმა ზუგდიდში ჩაიტანა, და, საზოგადოდ, თეატრის შიდაგასტროლების მნიშვნელობაზე,  მაყურებელთან კავშირის, თეატრის ხელმისაწვდომობისა და ზუგდიდური შთაბეჭდილებების შესახებ.
 
მეგრული რომ საპატრიარქოსთვის უცხო ენაა, უფრო სწორად უცხო ,,დიალექტია'' და მეგრულის  მოვლა და დაცვა ქართული ენის, საქართველოს ერთიანობის მტრობა –    ეს ბევრჯერ გვსმენია და გვიგრძნია, მაგრამ ამ ჩაკითხვა– წამონაცდენით უფრო სერიოზული საფიქრალი მოგვეცა: რა ღიმილ–ღიმილით გაგვსვეს საქართველოს საზღვრებს გარეთ მთელი სამეგრელო თავის ენიან – მიწიან – ხალხიანად, დიახ, გაგვსვეს ( და არა გაგვსვა), რადგან საქმე მხოლოდ წამყვანის წამონაროშში არ არის – ამ დიალოგისთვის ბოდიში ტელევიზიას გადაცემის ეთერში გასვლიდან  12 საათის შემდეგაც არ მოუხდია. 
 
ასე იცის ენის წაჩვევამ ერთი მხრიდან და წაყრუებამ  – მეორე მხრიდან. შესაძლოა, ახლაც გამოჩნდეს ვინმე, ვინც   ,,ერთსულოვნებას'' ,,დიდსულოვნად'' მიუტევებს, წამყვანს  გამოესარჩლება და უბრალო წამონაცდენად ჩაუთვლის  ორგზის ( ვიმეორებთ – ორგზის!) განმეორებულ სამეგრელოს ,,ახალ სტატუსს'', საეჭვოა, ახლა მაინც გამოჩნდეს   ვინმე საპატრიარქოში, რომელიც მსგავს ბოდვებს ურეაქციოდ არ დატოვებს. 
 
სხვათაშორის, წამყვანი არ მიეკუთვნება საეკლესიო პირთა იერარქიას, რომელიც კრიტიკისთვის შეუვალია, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთ ტელევიზიას, ასეთი წამყვანებით არც ახლა შეელევიან. ეს გამოცდილება საპატრიარქოს რადიოს მსმენელებსაც  უხვად გვაქვს.
 
და კიდევ, როდესაც მეუფე პეტრე  (ცაავა)  სინოდმა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა,  თანამშრომლებთან ოფიციალური დამშვიდობებისას   განაცხადა:  "მივდივარ საჭყონდიდლოში. ტელევიზიას ვაბარებ ღმერთს". 
 
ჩვენც საჭყონდიდლოში ( და  არა საზღვარგარეთ) დაველოდებით, როდის მიეხედება საპატრიარქოს ტელევიზიას, უფრო მეტზე რომ არაფერი ვთქვათ.  
 
 
ნონა ქობალია

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...