მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით ნარმანიას შავი იუმორი

დავით ნარმანიას შავი იუმორი

Published on

,,როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით, ეს არის ჩემი პასუხი. რა უნდა გითხრათ სასაფლაოებთან დაკავშირებით?!, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სასაფლაოების საკითხს, ასევე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2040 წლისთვის, თბილისში სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება. 
 
როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, თბილისის გენერალური განვითარების გეგმა ტერიტორიების ზონირებებთან ერთად სხვა ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, მათ შორის სასაფლაოების ტერიტორიებს. 
 
”მნიშვნელოვანია ის, რომ გენგეგმაში მოცემულია ის ტერიტორიები, რომელიც მომავალში სასაფლაოებისთვის იქნება გამოყენებული, ასევე სხვა სარიტუალო ღონისძიებებისთვის. ასე რომ, ეს საკითხი გენგეგმაში გათვალისწინებულია, ისევე როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ასე რომ, დეფიციტი არ გვექნება”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...

პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ლიდერი,...

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...