მთავარისიახლეებისაზოგადოებაგოგა აფციაური: ,,ტანკი დგას 30 კილომეტრში, მაგრამ რუსი აღარ მოდის ტანკით ის...

გოგა აფციაური: ,,ტანკი დგას 30 კილომეტრში, მაგრამ რუსი აღარ მოდის ტანკით ის ამ “ქართველ ვაჟკაცებზეა” ამხედრებული და თბილისის ცენტრში დაშლიგინებს უკვე”,

Published on

ჟურნალისტი, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი, 2014 წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გოგა აფციაური წერს, რომ ოკუპაციის ზოლზე და ზოლს მიღმა მცხოვრებ შიდა ქართლის მოსახლეობას ომის წინათგრძნობა აქვს და, მისი თქმით, შესაძლოა, ერთ ღამეს მთელი შიდა ქართლი ოკუპირებული აღმოჩნდეს. 
 
გოგა აფციაურის თქმით, რუსებს არ სჭირდება ტანკები – ის "ქართველ ვაჟკაცებზეა" ამხედრებული და თბილისის ცენტრში დაშლიგინებს:
"ორი დღის წინ ერთი მეგობარი ძალიან შეშფოთებული მწერდა. ეს მეგობარი იქ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს. დეტალურად იცის 90-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს ომის დასაწყისი , განვითარება და ბუნებრივია ფინალიც. ძალიან დაზაფრულია. ომის წინათგრძნობა გვიჩნდებაო აქ მცხოვრებლებს.
 
მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ ყველაზე მგძნობიარედ აღიქვამენ ყველაფერს. იქ ყველაზე უკეთესად აკვირდებიან და გრძნობენ მოვლენებს და ამ მოვლენების განვითარების შესაძლო გზებსაც. ამ მოვლენებს კი ან ვერ აღიქვამენ თბილისში ან არ იმჩნევენ, ასევეა სხვა ქალაქებშიც. თბილისს დღეს სხვა პრობლემები აწუხებს. აგერ ქართველი ვაჟკაცები ჯგუფური გაუპატიურებით და საქართველოდან უცხოელების განდევნით იმუქრებიან.
 
სად გადადის აქცენტები? არადა ყველაზე საშიში უცხოელი აგერ დგას ყურის ძირში, თბილისში ისიც არ იციან რამდენი გაუპატიურების შემთხვევა დაფიქსირდა 2008 ში. ეს ის თემაა, რომელზეც ხმამაღლა ლაპარაკი უჭირთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის. საიასაც აქვს მასალები. შემთხვევით არ ვწერ, -იქ საოკუპაციო ხაზთან, ჰო თბილისიდან და გორიდანაც ეს არის იქ და არა ჩვენთან.
 
იქ მცხოვრები ხალხი კი თითქოს უცხოდ იქცა. ვინმე უსმენს? ვინმე რამეს ეკითხება? კლავიატურის ლომებს ახსოვთ? არა მათ მხოლოდ განსხვავებულად მოაზროვნე ახალგაზრდა ქალის გინება და შეურაცხყოფა შეუძლიათ. არადა ერთ ღამეში შეიძლება მთელი ქართლი ოკუპირებული და ….. აღმოვჩნდეთ.
 
ჩადით ავლევში, კნოლევში, ცერონისში, დვანში ჩადით. მოუსმინეთ იმ ხალხს. მერე გვიან იქნება თავში ხელის ცემა. ტანკი დგას 30 კილომეტრში, მაგრამ რუსი აღარ მოდის ტანკით ის ამ "ქართველ ვაჟკაცებზეა" ამხედრებული და თბილისის ცენტრში დაშლიგინებს უკვე", – წერს გოგა აფციაური "ფეისბუქზე"
 
მის სტატუსს ეხმაურება ჟურნალისტი ლაშა ბერულავა: ,,ხელისუფლება! კაი, მე ვიყო ანგაჟირებული, ეს ადამიანი მშვიდობის ჟურნალისტიკის პრიზის მფლობელია, იშვიათად წერს ამგვარ სტატუსებს, ნახეთ რას წერს და რაიმე იმოქმედეთ… მაგრამ რისი გამკეთებლები ხართ?''

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...