მთავარისიახლეებიეკონომიკაჩვენგან გაზის საფასურის სახით ამოღებული მილიარდები პირდაპირ ივანიშვილ-კალაძის პირგაღებულ ქისაში ჩაჩხრიალდება...

ჩვენგან გაზის საფასურის სახით ამოღებული მილიარდები პირდაპირ ივანიშვილ-კალაძის პირგაღებულ ქისაში ჩაჩხრიალდება – შალვა ნათელაშვილი სასამართლოში ჩივილს აპირებს

Published on

გაზზე ტარიფის გაძვირება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა გააპროტესტა. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე შეაფასა.
 
„ბუნებრივი აირის გაძვირება განსაკუთრებით საოცარია იმ ქვეყანაში, რომელიც უფასო გაზს იღებს ბაქო-ჯეიჰანიდან, "სოკარიდან" და პრაქტიკულად, "გაზპრომიდან." რამდენიმე დღის წინ სოკარმა 120 დოლარიდან 105 დოლარზე ჩამოიყვანა გაზის მიწოდების ტარიფი და ესენი სამომხმარებლო ტარიფს გვიძვირებენ. ეს არის პირდაპირ ივანიშვილ-კალაძის პირგაღებული ქისა, რომელშიც უნდა ჩაჩხრიალდეს ჩვენგან ამოღებული მილიარდები, მერე უნდა გადაირიცხოს მათ ოფშორულ საბანკო ანგარიშებზე,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
 
ნათელაშვილის თქმით, ლეიბორისტული პარტია „სემეკის“ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
 
„ცნობილი რომაული გამოთქმა – ჰეი კეისარო, გეშინოდეს მარტის დიდების, შეიძლება გადავაკეთოთ, ჰეი ქართველნო, გეშინოდეთ ცხელი ზაფხულის. როგორც წესი, ცხელ ზაფხულში, როდესაც ხალხის გამოსვლის რისკი მინიმალურია, ხელისუფლება ვერაგულ ზრახვებს აკეთებს, განსაკუთრებით ცხოვრების გაძვირებისა და ტარიფების მომატების კუთხით,“- აღნიშნა ნათელაშვილმა. 
 
გუშინ, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ ძველი ნავთქურა მიიტანა სემეკის ოფისთან, სადაც გაზის ტარიფების გაზრდის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა.   
 
 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...