მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ არის თბილისში მოკლული გოგონა?

ვინ არის თბილისში მოკლული გოგონა?

Published on

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მოკლული გოგონა, 19 წლის, ფოთელი  ანა ხელაძეა. 
 
იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.  ფარიკაობით იყო გატაცებული.
 
თბილისში გოგონა  დეიდის სახლში ცხოვრობდა ბიძაშვილთან  რ.ა – თან ერთად.როგორც მეზობლები ყვებიან მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ბიძაშვილი, 1995 წელს დაბადებული  რ.ა. დაკარგული იყო და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. 
სამართალდამცველებმაიგი მომხდარიდან მეორე დღეს  ფოთში დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...