მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოროშენკოს არ სმენია სარკოზი-მედვედევის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესახებ? პრეზიდენტის სასახლეში მის...

პოროშენკოს არ სმენია სარკოზი-მედვედევის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესახებ? პრეზიდენტის სასახლეში მის განცხადებას უხერხულობა მოყვა

Published on

,,ინტერპრესნიუსის'' ცნობით,   პოროშენკოს მიერ პრეზიდენტის სასახლეში გაკეთებულ განცხადებას, რომ   ,,კარგი იქნებოდა საქართველოს ჰქონდეს მინსკის შეთანხმების მსგავსი დოკუმენტი'' , მცირე უხერხულობა მოჰყვა. 
 
„მინსკის შეთანხმება უნიკალური ინსტრუმენტია, საქართველოს, სამწუხაროდ, არ აქვს მსგავსი ინსტრუმენტი რუსეთის მიერ ხელმოწერილი ვალდებულებების სახით. ის, რომ გაეყვანა ჯარები, შეეწყვიტა ცეცხლი, ტყვეები გაეთავისუფლებინა, ეუთო შეეშვა მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს რუსეთის ვალდებულებაა და ეს არის ინსტრუმენტი და მექანიზმი, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს. სამი წელი მთელი მსოფლიო რუსეთს ამით არ სჯიდა, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებდა. რუსეთი ჩვენ აფხაზეთის სცენარით გვაშანტაჟებდა, რომ აღიარებდა დონეცკსა და ლუგანსკს, მაგრამ ცხოვრობს ხალხი აფხაზეთში ბედნიერად? ისინი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე არიან, მაშინ, როცა საქართველოში რეფორმებია სახეზე. იგივე ვითარებაა უკრაინაში,“ – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
 
საქართველოს პრეზიდენტმა კი, პეტრო პოროშენკოს დელიკატურად შეახსენა, რომ 2008 წელს საქართველო ომის წინაშე იდგა, რომლის შედეგად ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და სწორედ ამ დროს გაფორმდა სარკოზი-მედვედევის 6 პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სადაც საუბარია ჯარების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.
 
„ეს არის ერთი ომი საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რადგან მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მაგრამ ახლა ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე. არ სრულდება მინსკის შეთანხმება, საერთოდ არ შეუსრულებია რუსეთს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებები. არსებობს 1994 წლის შეთანხმება, რომლის თანახმად, რუსეთი გარანტიას იძლეოდა უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე. ეს შეთანხმება, ბუდაპეშტის მემორანდუმი საერთოდ დაკარგულია.  “ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
 

სიახლეები

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრა დაზიანდა

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად, დაზიანდა კიევ-პეჩერის ლავრა...

საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი სუს-ის თანამშრომელი სიმონ წაქაძეა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია...

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხსნის, რას სთხოვს EU “ოცნებას“

კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, დეტალურად ისაუბრა იმ პირობებზე, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იქიდან...

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე,...