მთავარისიახლეებიპოლიტიკაოფიციალური მიღება პრეზიდენტის რეზიდენციაში - პეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი პირისპირ შეხვედრის...

ოფიციალური მიღება პრეზიდენტის რეზიდენციაში – პეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ

Published on

პრეზიდენტის რეზიდენციაში უკრაინის პირველი პირის, პეტრო პოროშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 
 
ავლაბრის რეზიდენციის ეზოში შესრულდა უკრაინის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.
პეტრო პოროშენკოს და მის მეუღლეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დახვდა. 
პოროშენკო და მარგველაშვილი პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
 
 პრეზიდენტის ადმინისტრაციის მერ გავრცელებული ცნობით,  ხვალ პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო – უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
 
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პეტრო პოროშენკო სვანეთსა და აჭარას ესტუმრება.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...