მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ექიმებმა უკვე მოგვისამძიმრეს. მდგომარეობა უიმედოა და უახლოეს პერიოდში მას აპარატიდან გამორთავენ''...

,,ექიმებმა უკვე მოგვისამძიმრეს. მდგომარეობა უიმედოა და უახლოეს პერიოდში მას აპარატიდან გამორთავენ” – აცხადებენ თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებულის ახლობლები

Published on

თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 60 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულია. ის გერასუნის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
 
ცოტა ხნის წინა დაშავებულის ახლობლებს მკურნალი ექიმი შეხვდა. "ექიმმა გვითხრა, რომ გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს. მას განუვითარდა ძლიერი სისხლჩაქცევები, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში იგი აპარატიდან გამორთონ. ექიმმა უკვე მოგვისამძიმრა,"- განაცხადა დაშავებულის ახლობელმა.
 
ამ დრომდე თურქეთის სამ საავადმყოფოში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება სამკურნალოდ.
 
უკვე დაიკითხა ავტობუსში მყოფი ყველა პირი. 
 
ავარიის დროს დაშავებულთა ნაწილი საქართველოში გუშინ და გუშინწინ დაბრუნდა.
 
ავტობუსი, რომელსაც "ერისიონთან" არსებული ცეკვის ანსამბლი "ლამპრები" ბულგარეთში გადაჰყავდა, 16 ივლისს, გამთენიისას გზაზე ამოტრიალდა. ავტობუსში 38 ადამიანი, მათ შორის 26 ბავშვი იყო.

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...