მთავარისიახლეებისპორტიზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა. დარბაზის გახსნაზე იმყოფებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის გიორგი ჩხეიძე და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებს შორის ირაკლი ჩხეიძე, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში გაიზარდნენ. დარბაზის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილთან ერთად დაესწრო. დარბაზში 40 -მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს, მათ შორის 7 ძალოსანი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია.
 
სოფელ რიყეში, რომელიც ძალოსნობის დიდი ტრადიციებით გამოირჩევა, ძალოსნობის დარბაზი 1989 წელს აშენდა, თუმცა წლების მანძილზე დარბაზში სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობები არ არსებობდა.  დარბაზს სრული რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა და ის თანამედროვე ინვენტარით და სავარჯიშო მოწყობილობებით აღიჭურვა.
 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...