მთავარისიახლეებისაზოგადოება,,უწმინდესმა მითხრა, სხვა დროს ტაძარში ნუღარ შეასრულებთო'' - მამა სერაფიმემ პატრიარქს ბოდიში...

,,უწმინდესმა მითხრა, სხვა დროს ტაძარში ნუღარ შეასრულებთო” – მამა სერაფიმემ პატრიარქს ბოდიში მოუხადა ქანდაში ,, უცნობთან” ერთად შესრულებული პერფორმანსისთვის

Published on

 მამა სერაფიმე განმარტებას აკეთებს სოციალურ ქსელში”გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც გია გაჩეჩილაძე (უცნობი) სოფელ ქანდის ტაძარში კითხულობს ლექსს და 13 ასურელი მამის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი სერაფიმე გალობს,
 
მამა სერაფიმე იმედითვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ  მას შემდეგ, რაც ამ ვიდეოს  არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ის გია გაჩეჩილაძესთან ერთად საპატრიარქოში მივიდა და  კათოლიკოს პატრიარქს ბოდიში მოუხადა   "დაშვებული შეცდომისთვის" . 
 
,. ძაან ისეთი სიყვარულით შეგვხვდა, მეც, გიასაც და გვითხრა რომ მე მომწონსო…. მე ვუთხარი თქვენო უწმინდესობავ, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მე დავუშვი შეცდომა…. რას ჰქვია თქვენ დაუშვით შეცდომა, მამაო, მოხდა შეცდომა… ადრე ეკლესიებში ხმამაღლა აბარებდნენ აღსარებას, სახალხოდ და დღეს რა თქმა უნდა ბევრი რამე შეიცვალაო.  მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ უწმინდესმა მითხრა,  სხვა დროს ტაძარში ნუღარ შეასრულებთო.''- განაცხადა მამა სერაფიმემ.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....