მთავარისიახლეებისაზოგადოებაციყვი ახტა-დახტა, სასაზღვრო ბანერი ბერშუეთში.... ნაციონალებმა დაამონტაჟეს, რუსი ამას არ იზამდაო....

ციყვი ახტა-დახტა, სასაზღვრო ბანერი ბერშუეთში…. ნაციონალებმა დაამონტაჟეს, რუსი ამას არ იზამდაო. ერიჰაა!

Published on

გორის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას ისტორიკოსი და იუმორისტი, უფრო თავისი ტელეპერსონჟის  – ციყვის სახელით ცნობილი   დათო გოგიშვილი გამოეხმაურა.
 
როგორც გოგიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რუსებმა რამდენიმე დღეში არ განაახლეს მავთულხლართების გაბმა, მაშინ ბანერები „ნაციონალების“ დამონტაჟებულია. 
 
„თუ უახლოეს 3-4 დღეში რუსებმა არ განაახლეს მავთულხლართების გაბმა და საოკუპაციო ბანერების თავიდან დამონტაჟება, გამოვთქვამ გონივრულ ეჭვს, რომ ეს საოკუპაციო ბანერები „ნაციონალების“ დამონტაჟებულია ხელისუფლების დისკრედიტაციისა და გამარგინალების მიზნით, თუ არადა საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. სხვა შემთხვევაში რუსები ყველა ზომას მიიღებდნენ, რომ საოკუპაციო ბანერების დემონტაჟი არ დაეშვათ.
 
P.S. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყოველივე ზემოთთქმული ჩემი პირადი ვარაუდი და ვერსიაა და მას აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ გააჩნია“- წერს დათო გოგიშვილი.
 
აბა ციყვი  იმ ხელს ხომ არ უკბენს, რომელიც ორიოდ  კაკალ თხილს აწვდის 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...