მთავარისიახლეებიკულტურაStive Aoki-ის ორსაათიანი გრანდიოზული შოუ Gem Fest-ზე

Stive Aoki-ის ორსაათიანი გრანდიოზული შოუ Gem Fest-ზე [Video]

Published on

ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა Gem Fest განმუხურის ტერიტორიაზე სტარტი აიღო. მთავარ სცენაზე წუხელ ლეგენდარულმა მუსიკოსმა, გრემის ნომინანტმა დიჯეიმ და პროდიუსერმა Stive Aoki-მ დაუკრა. მუსიკოსმა მსმენელებს ორსაათიანი გრანდიუზული შოუ აჩუქა, რომელიც სანახაობრივი ელემენტებითაც იყო გაჯერებული. კონცერტის მიმდინარეობისას მან მაყურებლების მიმართულებით რამდენიმე ტორტი ისროლა, მოგვიანებით კი საქართველოს ეროვნული დროშა ტანზე შემოიხვია და მაყურებელს ემოციურად მიმართა.
 
 
Stive Aoki-ს კონცერტის ბოლოს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის გაძლიერებულმა დაცვამ მანქანაში ჩასვა, თუმცა მომღერალმა ავტომობილის ლუქიდან მაყურებლებს მადლობა გადაუხადა, მოგვიანებით კი ტელეკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტს მიკროფონი გამოართვა და თქვა – I Love Georgia!
Stive Aoki ჩატარებული შოუების რაოდენობით გინესის რეკორდსმენია – მუსიკოსმა 2014 წელს 41 ქვეყანაში 161 შოუ ჩაატარა. არტისტის გამოსვლები გამორჩეულია აკრობატული ტრიუკებით და უცნაური სიურპრიზებით.
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....