მთავარისიახლეებისამართალირა განაცხადა პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლებულმა თორნიკე კაჭარავამ, რომელიც პრეზიდენტის შვილის მეგობარია

რა განაცხადა პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლებულმა თორნიკე კაჭარავამ, რომელიც პრეზიდენტის შვილის მეგობარია

Published on

„უნდა შეიცვალოს არა მარტო ნარკოპოლიტიკა, არამედ თვითონ პოლიციის რეპრესიული მანქანა. უნდა დაინგრეს ეს სისტემა. მე ვთვლი, რომ აუცილებლად საჭიროა ფართომასშტაბიანი ამნისტია, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვინც ნარკოპოლიტიკის გამო არ ზიან მარტო, ზიან იარაღის გამო და ციხე სავსეა ასეთი ადამიანებით. ასე რომ, უნდა შეიცვალოს თვითონ ეს მანქანა,“ – ეს განცხადება ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა თორნიკე კაჭარავამ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.
 
პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან ერთად, პოლიციის დამოკიდებულება და ქმედებებიც უნდა შეიცვალოს.
 
"ჩვენ გვახსოვს, წინა ხელისუფლება ამის გამო შევცვალეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელისუფლება მიხვდება თავის შეცდომებს," – განაცხადა თორნიკე კაჭარავამ.
 
პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ თორნიკე კაჭარავას უდანაშაულობა დაამტკიცა.
 
„დანაშული იყო მათი მხრიდან და ეს დანაშაული დადასტურდა, ჩვენი უდანაშაულობაც დადგინდა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ობიექტური იყოს და მიხარია, რომ ასეც არის,“ – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
 
თორნიკე კაჭარავა წინასწარი პატიმრობიდან სასამართლომ 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პრეზიდენტის შვილისა და სიძის მეგობარს დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ. 

სიახლეები

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...

ირაკლი კობახიძემ გადაიფიქრა საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა

ირაკლი კობახიძემ გადაიფიქრა საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა - შესაბამისი განცხადება...

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

438 მომხრე 37 წინააღმდეგი - ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რომელიც მკაცრად გმობს ელენე...