მთავარისიახლეებისაზოგადოება„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის დაყენების შემთხვევაში მოსალოდნელ გართულებებზე აფრთხილებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის დაყენების შემთხვევაში მოსალოდნელ გართულებებზე აფრთხილებს

Published on

დადგება თუ არა  საქართველოში ვიზიტად ჩამოსულ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი?
 
უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვას გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობა. „ქართულ ოცნებაში“ მოსაზრებას აბსურდულს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას.
“უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში, ნებისმიერ შემთხვევაში არ იხილავენ საკითხს მათი მოქალაქის გადაცემისა სხვა ქვეყნისადმი, თუნდაც ბევრი შეკითხვები ჰქონდეს საგამოძიებო სტრუქტურებს და ისევე როგორც საზოგადოებას სააკაშვილისადმი. ვფიქრობ, საგანგებო თემაა ჩვენი და უკრაინის მოკავშირეობის მთელი რიგი ასპექტები, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში,“ – აცხადებს  გია ვოლსკი.
 

 მმართველი პარტიის მტკიცება სარწმუნოდ არ მიაჩნია  „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხელისუფლებას ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელი გართულებების შესახებ აფრთხილებს.
 პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თემის აქტუალიზება პრობლემა არა სააკაშვილისთვის, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის გახდება.
 მისი თქმით, მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, სააკაშვილის დევნის პოლიტიკური საფუძველი კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება.
 
„რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობს ხელისუფლება სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას, მით უფრო დამაზიანებელი იქნება ეს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. თუ ხელისუფლება შეეცდება, რომ პრობლემა გაამწვავოს, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში, რადგან ნათლად გამოჩნდება თუ რა მოტივაცია აქვს ამ დევნას,“ – ამბობს სალომე სამადაშვილი.
 
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებიც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის წამოწევა, ქვეყნისთვის სამარცხვინო იქნება.
 
„ქართული ოცნების“ მთავრობამ უკვე მიაყენა დიდი ზიანი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს, ხელიდან გაუშვა შანსი გამოსულიყო საქართველო ერთიანი ფრონტით, რათა ჩვენი ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია მომხდარიყო საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს რაც არ უნდა გაზვიადებული იყოს სპეკულაციები პრეზიდენტ სააკაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ საკითხის დაძვრა არის უბრალოდ სირცხვილი,“ – აცხადებს გიორგი კანდელაკი.
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....