მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილთა საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატმა ანგარიში წარადგინა

დევნილთა საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატმა ანგარიში წარადგინა

Published on

ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელებმა გამართეს.
ანგარიშში საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გამყოფი ხაზის სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სოციალურ მდგომარეობასა  და უსაფრთხოების საკითხებზე.ასევე ხაზგასმულია არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა, გარდა ამისა ანგარიშში გათავლისწინებულია ის რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითავლისწინონ დევნილების ბინათუზრუნველყოფის პროცესებში, მათი თქმით  პრიორიტეტული უნდა იყოს ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ნგრევად შენობებში და მათ სოციალური მდგომარეობა მძიმეა.  შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯეს" ზუგდიდის ოფისი ხელმძღვანელის, იაგო ფასანძის განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიშში არ არის საუბარი იმ ძირითად პრობლემებზე, რომლებიც არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობას ეხება. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა , ზოგადი ანალიზის შედეგად წლების განმავლობაში უცვლელია. პრეზენტაცია სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისში ჩატარდა.
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....