მთავარისიახლეებიკულტურაბერა Gem Fest-ზე - მომღერლის ექსკლუზიური ინტერვიუ "ოდიშთან"

ბერა Gem Fest-ზე – მომღერლის ექსკლუზიური ინტერვიუ “ოდიშთან” [Video]

Published on

ელექტრონული ფესტივალი Gem Fest 2017 ძალას იკრეფს. წუხელ განმუხურის მთავარ საკონცერტო სცენაზე ლეგენდარულმა მუსიკოსმა, გრემის ნომინანტმა დიჯეიმ და პროდიუსერმა Stive Aoki-მ დაუკრა. მომღერალი ჩატარებული შოუების რაოდენობით გინესის რეკორდსმენია – მუსიკოსმა 2014 წელს 41 ქვეყანაში 161 შოუ ჩაატარა. არტისტის გამოსვლები გამორჩეულია აკრობატული ტრიუკებით და უცნაური სიურპრიზებით.
 
მომღერლის კონცერტს განმუხურში ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შვილი, მომღერალი ბერა დაესწრო. ის ფესტივალზე მაშინ გამოჩნდა, როცა Stive Aoki მთავარ სცენაზე რამდენიმე წუთის გამოსული იყო. ბერა ივანიშვილი მაყურებლებთან ერთად შოუს ბოლომდე დაესწრო, ხოლო ტელეკომპანია „ოდიშთან“ ექსკლუზიურად მცირე კომენტარიც გააკეთა.
 
“პირველად ვარ ფესტივალზე. Stive Aoki ჩემი პარტნიორია. მან ჩემ ბოლო სიმღერას ძალიან დაუჭირა მხარი ბრიტანეთში და აშშ-ში, მას ეკუთვნის ამ სიმღერის ნახევარი. ამ ფესტივალზე პირველად ვარ, Stive Aoki-ის დამსახურებით რათქმაუნდა და ძალიან მომწონს აქაურობა. არ ვერკვევი ელექტრონულ მუსიკაში სიმართლე რომ გითხრათ, ახალი ხილია ჩემთვის. ძალიან მომწონს პუბლიკა, გარემო, განწყობა. – განაცხადა ბერა ივანიშვილმა ექსკლუზიურად ტელეკომპანია „ოდიშის“ გადამღებ ჯგუფთან საუბრისას. 
 
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შვილი წუხელ განმუხურში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 
 
 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...