მთავარისიახლეებისაზოგადოებატრაპზონთან გადაბრუნდა ავტობუსი, რომელსაც ქართველი ბავშვები გადაყავდა

ტრაპზონთან გადაბრუნდა ავტობუსი, რომელსაც ქართველი ბავშვები გადაყავდა

Published on

 თურქეთში,  ტრაპზონიდან 130 კილომეტრში ავტობუსი, რომლითაც  ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდნენ,    ავარიაში მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. 
 
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსი გადაბრუნდა, რაც სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვამ გამოიწვია.
ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულები  პირველადი დახმარებისთვის სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადანაწილებული. დაზიანებები ძირითად უმნიშვნელოა, მსუბუქი.  შედარებით სერიოზულია ორი მგზავრის მდგომარეობა, თუმცა სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არც მათ აქვთ. 
 
„დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ამ ეტაპზე საკონსულოს თანამშრომლები დაყოფილები ვართ და ადგილზე ვარკვევთ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას.  მე მოვედი საავადმყოფოში, სადაც არის სამი ბავშვი. ისინი თავს კარგად გრძნობენ ,  დაშავებულები არიან მსუბუქად,“ – აცხადებს საქართველოს ვიცე-კონსული ტრაპზონში, მანანა ბერიაშვილი.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...