მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მიშაშ დუნატებუს გიხაბარკუნა – მიშას დანატოვარზე ფაფხურობენ'' – ამბობენ ანაკლიაში,...

,,მიშაშ დუნატებუს გიხაბარკუნა – მიშას დანატოვარზე ფაფხურობენ” – ამბობენ ანაკლიაში, სადაც დღეს ,,მომავლის ბანაკი” იხსნება

Published on

დღეს ანაკლიაში საზეიმოდ იხსნება „მომავლის ბანაკი“ . წელს ბანაკში  8 ნაკადად დაისვენებს 14-18 წლის 2300 – მდე    მოზარდი და ახალგაზრდა.
 
აქტიური დასვენება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაცია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა – ამ ნისნით არის შედგენილი ბანაკის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნები ღონისძიებებს მოიცავს. – აცხადებენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში . 
 
ბანაკის საზეიმო გახსნას დაესწრება  მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და სხვა მოევეული სტუმრები. გახსნის პროგრამაშია  ფლეშმობი და კონცერტი.  საღამო ფოიერვერკით დასრულდება.
 
ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს მასპინძლობს, როგორც სხვა ყველაფერი,   ესეც წინამორბედი ხელისუფლების მიერ ანაკლიის აღორძინება –განვითარებისათვის გაწეული  უზარმაზარი შრომის შედეგებზე, მათ შორის ხალხში დღემდე ,,პატრიოტთა ბანაკის'' სახელით დარჩენილი განმუხურის ბანაკის ბაზაზეა დამყარებული.
 
 ,,მიშასდროინდელ ინფრასტრუქტურას არაფერი შემატებია, რაც უნდა დაარქვან ბანაკს, რაც უნდა ცდილობდნენ მისი კვალის წაშლას,  ვერაფერს გახდებიან. ხოლო თიშ დუნატებუს  გიხაბარკუნა – კვლავაც  მის დანატოვარზე ფაფხურობენ, ეს ჯემფესტსაც ეხება'' – ამბობენ ანაკლიაში.
 
 
 



 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....