მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში ხმაური და დაპირისპირებაა - დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ხიდის გადაკეტვა სცადეს

ფოთში ხმაური და დაპირისპირებაა – დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ხიდის გადაკეტვა სცადეს

Published on

დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა ფოთში. – სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ქალაქის შესასვლელში საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური გზა და  ხიდი გადაკეტეს. 
მოვაჭრეები ხელისუფლებას და ბაზრის ადმინისტრაციას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.
 
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრული და კრიმინალური პოლიციის ბრიგადები. ისინი აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ როცა მოწოდებამ ვერ გაჭრა,  გზის გახსნა ძალისმიერი მეთოდით  სცადეს,რასაც დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმე დაზარალებული შეუძლოდ გახდა, რის გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია. მისი განცხადებით ხელისუფლება მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე, თუ რა სახით შეიძლება ამ ადამიანებს გაეწიოთ დახმარება. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები საბანკო სექტორის წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობს, რათა დაზარალებულებს შეღავათები გაეწიოთ. 
 
დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებისგან და ბაზრის ადმინისტრაციისგან ფულად კომპენსაციებს უკვე კვირაზე მეტია, ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ
 

სიახლეები

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ბრალდებულის დედა Facebook-ზე წერს....

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...