მთავარისიახლეებითვალსაზრისიაფხაზებისა და სომხების დაპირისპირება - რა მოტივით დატოვა თემურ ნადარაიამ პარტია...

აფხაზებისა და სომხების დაპირისპირება – რა მოტივით დატოვა თემურ ნადარაიამ პარტია ,,აფსნის” თავმჯდომარის პოსტი ?

Published on

 გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ დატოვა პოლიტიკური პარტია  ,,აფსნი'', რომელსაც  2016 წლის დეკემბრიდან თავმჯდომარეობდა. 
 
,,იმის გამო, რომ პარტიის ბოლო განცხადება  პოლიტსაბჭოს ერთერთი წევრის ძალისხმევით  ჩემთან – პარტიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლად გაკეთდა, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე ამ პოსტიდან.. მომხდარი მიმაჩნია  თავმჯდომარის  სრულ იგნორირებად , რაც ყოვლად მიუღებელია. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გამომიცხადა ნდობა თავმჯდომარედ არჩევის დროს, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ჩემი დარჩენა ამ პოსტზე არასწორი იქნება.'' – ნათქვამია თემურ ნადარაიას განცხადებაში.  
 
საუბარია პარტიის განცხადებაზე, რომელიც 13 ივლისს გაკეთდა . განცხადებაში ნათქვამია:
 
,,პოლიტიკური პარტია ,,აფსნი''  თვლის, რომ  აფხაზეთის სომეხი მოსახლეობის მიმართ ბოლო დროს გაჟღერებული და ტირაჟირებული გამონათქვამები  პოლიტიკური პროვოკაციაა. როცა ჩვენ ვამბობთ, ,,აფხაზეთის ხალხი'',  ამ ცნებაში  ვგულისხმობთ ყველა ეთნიკურ ჯგუფსა და ეროვნებას.  სწორედ  ხალხთა ძმობამ გახადა შესაძლებელი აგრესორის მოგერიება, ჩვენ ერთად გავუძელით ბლოკადას. აფხაზეთის სომხურმა თემმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მტერზე გამარჯვბაში და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში. და თუ ჩვენს საზოგადოებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი განცხადებების უფლებას აძლევენ თავს, კომპეტენტურმა ორგანოებმა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ ამაზე. აფხაზებისა და სომხების მეგობრობამ ისტორიულ გამოცდას გაუძლო და ცალკეული პირების მსგავსი განცხადებები ჩვენს ურთიერთობებს ვერ შელახავს. ჩვენ, როგორც სახელისუფლებო პარტია სოლიდარობას ვუცხადებთ და მხარს ვუჭერთ აფხაზეთის სომხური თემის მოთხოვნას უმკაცრესი პასუხი გაეცეს ყველას, ვინც ძირს უთხრის ეთნოსთაშორის მსვიდობასა და თანხმობას აფხაზეთში.''  ''
 
აფხაზურ ფორუმებზე ნადარაიას გადაგომას პატიის თავმჯდომარეობიდან ამ მოტივაციით, ძირითადად დადებითად აფასებენ, რამდენადაც სომხებთან მუდმივი,  მაგრამ ფარული დაპირისპირება უკვე ღია სტადიაშია გადასული და აფხაზების უმრავლესობა აღარ მალავს უკმაყოფილებას სომხების ,,გაჯეჯილებით მათ ქვეყანაში.'' 
 
შეგახსენებთ, აფხაზეთის ომის ვეტერანმა ჯერმალ ბარციცმა 5 ივლისს  გაგრაში, ომის ვეტერანთა შეკრებაზე გამოსვლისას, სომხების ბატალიონის როლზე საუბრისას განაცხადა  შემდეგი: .
 
,,სომხებს აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის  არ უბრძოლიათ. – ბრძოლაში  ისინი  თავიანთი ინიციატივით,   ხელის მოსათბობად ჩაებნენ.  აფხაზეთში  დღეს ბევრი ღატაკი სომეხი გამდიდრდა და აფხაზები თავის მომსახურე პერსონალად გვაქცია   .ისინი თავიანთი  დიდი ფინასური შენატანებით ამდიდრებენ სომხეთის ბიუჯეტს, სომხეთის მთვარობა კი საქართველოს უწევს ანგარიშს და დღემდე არ უღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობა  და   არც   აპირებს ამას. ამიტომ  ვაცხადებ: თუ სომხეთი არ აღიარებს აფხაზეთს, სომხებმა უნდა დატოვონ აქაურობა.''
 
ბარციცის ამ განცხადებას დადებითად გამოეხმაურა აფხაზების დიდი ნაწილი და სოციალურ ქსელებში დაიძრა  სომხების მიმართ კიდევ უფრო მწვავე გამონათქვამების ტალღა.  
 
რაც შეეხება სომხების რეაქციას, რამდენიმე დღეში სოხუმში საგანგებოდ შეიკრიბნენ ბაგრამიანის ბატალიონის ყოფილი მეომრები და გააკეთეს მიმართვა  აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი მკაცრი რეაგირება მოახდინოს  ბარციცის ,,პროვოკაციულ და  აფხაზეთისათვის უანგაროდ მებრძოლი სომხებისათვის  შეურაცხმყოფელ'' განცხადებაზე და სათანადოდ   დასაჯოს იგი. 
 
პარტია ,,აფსნის'' განცხადება, რომლის გამოც თემურ ნადარაია გადადგა, სომხების ლობირებად და ამ საკითხზე აფხაზი ხალხის თვალსაზრისთან და ინტერესებთან  არათავსებადად შეფასდა აფხაზეთის საზოგადოების მიერ. როგორც ჩანს,  თემურ ნადარაია ამიტომ გაემიჯნა ამ განცხადებას.
 
 მაგრამ ფორუმებზე გაჟღერდა განსხვავებული აზრიც: ,,რა გამოდის, თემურ ნადარაია ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების მომხრეა და ბარციცის მოსაზრებას იზიარებს?  სხვაგვარად როგორ ავხსნათ მისი დემონსტრატიული გადადგომა თავმჯდომარის პოსტიდან ამ მოტივით?''
 
,,ოდიში ნიუსის'' აფხაზი რესპონდენტები, რომელნიც, ბუნებრივია, თავს იკავებენ ვინაობის გასაჯაროებისაგან, თვლიან, რომ ამგვარი პოსტების ავტორები სომხები არიან, და ის პირიც, რომელზედაც მიანიშნებს ნადარაია როგორც პარტიის განცხადების ინიციატორზე – სომეხი ეროვნებისაა. ისინი არ გამორიცხავენ იმასაც, რომ აფხაზებში უკვე გამოკვეთილი არმენოფობიის ფონზე  ნადარაიას მოტივაცია შეიძლება  აფხაზეთის ომის გმირის ბარციცის მიმართ სოლიდარობაც იყოს – ისივ ხომ აფხაზეთის ომის ვეტერანია..
 
ამრიგად . პარტია ,,აფსნი'' თავმჯდომარის გარეშე დარჩა, საკითხავი ის არის , როდის მოშორდება ნადარაია ქართველებით დასახლებულ ოკუპირებულ გალს და როდის აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში მთელ სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ერთად. სომხებისა კი სომხებმა იკითხონ და აფხაზებმა, რომელთაც თავად გააჯეჯილეს უცხოტომელები  ქართველების გაძევების ხარჯზე.   
 
ნონა ქობალია

 

 

 
 

 

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...