მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ უზრუნველყოფს ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოებას?

ვინ უზრუნველყოფს ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოებას?

Published on

 ანაკლიაში  „GEM Fest-2017“ დაწყებამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ  ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ფესტივალის  უსაფრთხოების საკითხებზე 
 
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენელი მაიკ ტერნერი, ფესტივალების დაგეგმარებისა და კოორდინაციის ექსპერტი პატრიკ სმიტი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „GEM Fest-2017“-ის ორგანიზატორები,
 
მერაბ მალანიამ ამერიკელ ექსპერტებს გააცნო ფესტივალის უსაფრთხოების გეგმა, რომელშიც ჩართული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტები, მიაწოდა ინფორმცია  საპოლიციო ძალების გადანაწილების, შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის სქემაზე და   დაათვალიერებინა ფესტივალისთვის განსაზღვრული ტერიტორია.
 
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი წარმოადგენს მთავარ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც პასუხისმგებელია ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უსაფრთხოების დაგეგმვასა და ღონისძიების განმავლობაში შსს-ს სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფაზე.
 
 დეპარტამენტი უკვე მეორე წელია ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას უზრუნველყოფს.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....