მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ხდებოდა დღეს ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან

რა ხდებოდა დღეს ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან

Published on

მცირე ხნის წინ დასრულდა   სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან დღეს დილიდან მიმდინარე საპროტესტო აქცია ,,არა – ოკუპაციას!''
მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა  ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და საოკუპაციო ზოლის გასწვრივ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. 
 
,,ჩვენ გვინდა, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ის ახორციელებს ჩვენს სამშობლოში მცოცავ ოკუპაციას. გვინდა საქართველოს ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა რეალურად ოკუპაციაა და უფრო მკვეთრი და რადიკალური პოზიცია უნდა ჰქონდეთ მცოცავ საზღვრებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა აქციის ერთერთმა ინიციატორმა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა, ელისო კილაძემ.
 
აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა.
 
ოპოზიციის წევრების თქმით, აუცილებელია ხელისუფლების რეაგირება ოკუპაციასთან დაკავშირებით უფრო მკვეთრი იყოს.
 
ოპოზიციამ ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე პასიურობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების უდიდესი შეცდომა ის იყო, რომ 2014 წელს, უკრაინის სანქციებს არ მიება საქართველოს ოკუპაციის თემა. 
 
„სრულიად სამარცხვინო და მავნებლურია ის მოღალატური პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, გამოიხატება მცოცავ ოკუპაციაში, რომელიც ყოველდღე მტრის ხელში ახალ ქართულ მიწას და ახალ მოტაცებულ ადამიანებს გადასცემს. ეს არის სამარცხვინო ხელისუფლება,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა რურუამ.
 
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ საზოგადოების აქტიურობა მაღალი იყოს.
 
პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ნიკა მაჭუტაძის თქმით, რუსეთი მცოცავი ოკუპაციით ებრძვის ძირითად ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და სუვერენიტეტი

 
 
ადგილზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები, პოლიციელებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კორდონი გააკეთეს.
 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

საია- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართლის ძირითად პრინციპებს არღვევს

ელენე ხოშტარიასთვის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო სისხლისსამართლებრივი ბრალის წარდგენა სამართლის ძირითად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს

თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავა....

„დიდი შვიდეული“ – ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე – გავამკაცრებთ სანქციებს

ჩვენ, “დიდი შვიდეულის” ლიდერები, გაერთიანებულები ვართ უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ...

დიდი შვიდეულის სამიტზე ზელენსკი ტრამპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და...