მთავარისიახლეებისაზოგადოებანინო სურგულაძე: " არაფრის და არავის ფასად არ ღირს ისტორიული დანაშაულის მიმართ...

ნინო სურგულაძე: ” არაფრის და არავის ფასად არ ღირს ისტორიული დანაშაულის მიმართ სიჩუმე”

Published on

"მივმართავ ჩემს რუს კოლეგებს, არაფრის და არავის ფასად არ ღირს ისტორიული დანაშაულის მიმართ სიჩუმე"- მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე  ხმას უერთებს აქციას – ,,არა ოკუპაციას" და  ავრცელებს მიმართვას  შიდა ქართლში, საქართველოში რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და მცოცავი ოკუპაციის შესახებ
 
"მე იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელიც ომისა და მშვიდობის მიმართ მგრძნობელობას არასოდეს დაკარგავს. რომელმაც იცის თავისი ისტორიული მეხსიერების ფასი და პატივს მიაგებს სხვათა ეროვნულ ღირსებას. ამიტომ შეუძლებელია დუმილით ვუცქირო იმ პროცესებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის ირგვლივ ტრიალებს და რომელსაც პოლიტიკას ვერ დავარქმევთ, რადგან ეს ყველაფერი ზოგადადამიანურ ტკივილს უკავშირდება. უკვე წლებია ჩემს კოლეგებთან ერთად ვცდილობ, ადამიანებს შევუმსუბუქო სოციალური ყოფა. ვცდილობ, დავარწმუნო, რომ სიკეთე უფრო ძლიერია, ვიდრე ბოროტება. საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ადამიანები საშობლოსთან ერთად კარგავენ ადამიანის უფლებებს და რჩებიან იმ სივრცეში, სადაც ისინი არავის აინტერებს. ძალიან მინდა, ამ დროს ჩემთან მხოლოდ ხელოვანები კი არა, პოლიტიკოსებიც იყვნენ, რადგან კაცობრიობის სინდისად აღიარებულ კულტურას აუცილებლად ჭირდება მათი რეალური მხარდაჭერა.
 
მინდა მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, მსოფლიო ლიდერებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფრო ქმედითი ღონისძიებებისაკენ. მსოფლიო არ შეიძლება დარჩეს გულგრილი ამ პროცესების მიმართ.
 
მე არ ვიცი, რას განიცდიან დიდი პოლიტიკის შემოქმედნი, როცა მავთუხლართებით აძევებენ ადამიანებს საკუთარი წარსულიდან და მშობლიური სახლებიდან, მაგრამ მე ვიცი, რას განიცდიან ისინი და ვწუხვარ ჩემი უმწეობის გამო. ჩვენ – ხელოვანებს შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ, დავეხმაროთ მატერიალურად, მაგრამ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს სისასტიკე. ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
 
და ბოლოს მივმართავ ჩემს რუს კოლეგებს, არაფრის და არავის ფასად არ ღირს ისტორიული დანაშაულის მიმართ სიჩუმე, ჩვენი გაყოფა აფხაზ და ოს ძმებთან მავთულხლართებით შეუძლებელია, საქართველო არასოდეს შეეგუება ამ რეალობას. რადგან ისტორიული სამართლიანობა დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად აღდგება და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იყოთ მისი მონაწილე.
 
პატივისცემით ნინო სურგულაძე
მეცო- სოპრანო
ახალი ზელანდია
12 ივლისი
 
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....