მთავარისიახლეებიკონფლიქტებილევან იზორია: რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არ არის მიზანშეწონილი, ეს მხოლოდ საერთაშორისო...

ლევან იზორია: რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არ არის მიზანშეწონილი, ეს მხოლოდ საერთაშორისო ფორმატით უნდა გაგრძელდეს

Published on

რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არ არის მიზანშეწონილი, რადგან კრემლის მხრიდან არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საქართველოს დეოკუპაციისკენ იქნება მიმართული. დიალოგი მხოლოდ საერთაშორისო ფორმატით უნდა გაგრძელდეს- ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის სხვა ფორმატსა და მაღალ დონეზე წარმოებასთან დაკავშირებით. 
 
მისი თქმით,  "რუსეთი აგრძელებს ქმედებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. არ ვთვლით მიზანშეწონილად პირდაპირ დიალოგს რუსეთთან იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისკენ.
 
"აქედან გამომდინარე, ის საერთაშორისო ფორმატები, რომელიც არსებობს, ვფიქრობთ, რომ სწორედ ფორმატების ფარგლებში უნდა მოხდეს დიალოგის გაგრძელება," – განაცხადა ლევან იზორიამ.
 
ლევან იზორიამ ეს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე უკანონო ქმედებებზე და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...