მთავარისიახლეებისაზოგადოებაადამ და ირმამ მოსკოვიდან ,,მამალოს'' გალოკილი კამფეტები' ჩამოგვიტანეს

ადამ და ირმამ მოსკოვიდან ,,მამალოს” გალოკილი კამფეტები’ ჩამოგვიტანეს

Published on

 დასრულდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტი მოსკოვში. ცოტა ხნის წინ, ქართველი დეპუტატები თბილისში ჩამოფრინდნენ.
 
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ადა მარშანია, რომელიც პარტიის წარმომადგენლებთან ერთად დუმაში რუს დეპუტატებს შეხვდა, აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დროს სამმხრივი დიალოგის ინიციატივა გაჩნდა. ახალი ფორმატი საქართველო-ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითვალისწინებს.
 
ადა მარშანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი უშლის. დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტს ამ საკითხზე სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს, რათა ცვლილებები განხორციელდეს.
 
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ასევე განმარტავს, რომ მოლაპარაკებების მთავარი საკითხი მოქალაქეების მიერ წინაპრების საფლავების მოსანახულებლად ნების დართვა იყო.
 
მისი თქმით, შეთანხმების შედეგად ასევე "პილოტებისთვის გაუქმდება ვიზები და საზოგადოებას ერთგვარ შენგენს“ შესთავაზებენ.
 
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ვლადიმირ პუტინის "ედინაია რასიას" და "კომუნისტური" პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ რუს დეპუტატებთან საუბრისას ყურადღება ოკუპაციის პროცესის თაობაზე არ გაუმახვილებიათ..

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...