მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაზღვარს 200 მეტრის რადიუსში ნუ მოუახლოვდებით - ოსი სეპარატისტების მორიგი თავხედური ...

საზღვარს 200 მეტრის რადიუსში ნუ მოუახლოვდებით – ოსი სეპარატისტების მორიგი თავხედური მოთხოვნა

Published on

მურად ჯიოევმა, რომელიც ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს წარმოადგენს, გგახმოვანა ცხინვალის რეჯიმის სურვილი სემოღებულ იქნას წესი, რომელიც  ქართულ მოსახლეობას საზღვართან 200 მეტრის რადიუსში  მიახლოებას აუკრძალავდა.
 
მან ამ საკითხის დაყენება შეხვედრის დაწყებამდე სთხოვა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს და შვეიცარიის ელჩს, გიუნტერ ბეხლერს და ამის აუცილებლობა დაასაბუთა იმით, რომ მსგავსი შეზღუდვის დაწესება – აკრძალული ხაზების დაფიქსირება ზედმეტ პრობლემებს მოხსნის.
 
„ნუ აწარმოებენ აქ სამეურნეო საქმიანობას. მესმის, ჩვენს შემთხვევაში 200 და 100 მეტრიც კი გადამწყვეტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რთულია, მაგრამ რატომ არ უნდა შევეცადოთ, ავუხსნათ ადგილობრივებს, რომ არ მიუახლოვდნენ და არ გადაკვეთონ ხაზი. ხოლო იმისთვის, რომ არ გადაკვეთონ, საჭიროა დაფიქსირდეს ეს ხაზები. ამ კუთხით დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფს აკისრია, ჟენევაში ამას ვერ მივაღწევთ,“ – განაცხადა ჯიოევმა.
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე, ამბობს, რომ ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ვითარებიდან გამოსავლად მხოლოდ სადემარკაციო სამუშაოებს მიიჩნევს, რაც, მისი თქმით, არის ერთგვარი მახე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის.
 
„დეტალურად იქნება ყველა იმ სეგმენტზე საუბარი, რომელიც გარკვეულწილად ეხება ბორდერიზაციის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს. დეფაქტო ხელისუფლების ხედვა აქამდე იყო შემდეგი, რომ აუცილებელია ე.წ. სადერმარკაციო სამუშაოების წარმოება და მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესის შედეგად იქნება პრობლემა დარეგულირებული. ეს არის საკითხის უკიდურესი პოლიტიზაციის მცდელობა, გარკვეულწილად ერთგვარი მახე ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ დაგებული. ამ მახეში ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავიგდოთ თავი.''- განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ
 
 

 
 
 
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...