მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთის სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეებიზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ

ფოთის სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეებიზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ

Published on

ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.
 
ამ წუთებში ისინი  ფოთის ბაზრის ადმინისტრაციასდა  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა  ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 
 
„მოვაჭრეთა უმრავლესობას საქონელი მთლიანად გაგვინადგურდა, ნაწილმა გადაარჩინა, მაგრამ პროდუქცია სარეალიზაციოდ არ გამოდგება. ყველას ბანკის ვალი გვაქვს, როგორ უნდა გადავიხადოთ? მთავრობას ვთხოვთ გაგვიწიოს დახმარება,“-განაცხადა დაზარალებულმა ნატო გულუამ. 
 
მოვაჭრეებმა ქალაქის მერს, ირაკლი კაკულიას წინა დღეების დაპირება შეახსენეს. 
 
„რამდენიმე დღის წინ გარევაჭრობის აკრძალვა დაიწყეს, ჩამოიარეს და გვითხრეს, გზა გაათავისუფლეთ და მხოლოდ თქვენს მაღაზიებში ივაჭრეთო, ხანძარი რომ გაჩნდეს, მერე ზარალის ანაზღაურებას მომთხოვთო. აგვინაზღაუროს ახლა,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა. 
 
ირაკლი კაკულიას განცხადებით, ყველა სამსახური მობილიზებულია და აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებზე მსჯელობენ. მისივე თქმით, მოლაპარაკებები საბანკო სექტორის წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობს.
 
გუშინ, ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. დაზარალებულებს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს
 

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...