ძლიერი სეტყვა და წვიმა კახეთში

0
381
 ძლიერმა სეტყვამ მძიმედ დააზარალალაგოდეხის რაიონის სამი სოფელი  –  განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ბოსტნეული კულტურა. სეტყვას თან ახლდა ქარი, რის გამოც ელექტროსადენები დაზიანდა და სოფლებს მელი ღამე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ.
 
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა გურჯაანის რაიონიც. სოფელ ვაზისუბნის მცხოვრებლების ინფორმაციით, სანიაღვრე არხებმა წყალი ვეღარ გაატარა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.  დაზიანებულია ბაღჩეული კულტურა და ვენახები.
 
ზარალის დამთვლელი კომისია ზიანის ოდენობას უახლოეს მომავალში შეისწავლის.
 
წინა სტატია“არა ოკუპაციას,” “რუსეთი ოკუპანტია!” – საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამე საოკუპაციო ხაზთან გაათიეს
შემდეგი სტატიაბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები ექიმების დასჯას ითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური