მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს თბილისის საქალაქო სასამართლო მატროსოვის ციხეში მომხდარ ინცინდენტზე განცხადებას ავრცელებს

შსს თბილისის საქალაქო სასამართლო მატროსოვის ციხეში მომხდარ ინცინდენტზე განცხადებას ავრცელებს

Published on

ქართული მედია და სოციალური ქსელი  აღშფოთებით გამოეხმაურა გუშინ მატროსოვის ციხეში კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ფირცხალაბვას ცემის ფაქტს, ადვოკატები და ოჯახის წევრები ცემაში მთავარი პროკურატურის პროკურორს,  ადანაშაულებენ.  ისინი ეყრდნობიან  ამავე საპატიმროში მყოფი ასევე ყოფილი მაღალჩინოსნის  გიორგი ცააძის შეტყობინებას, რომელიც   ოჯახს მიაწოდა.
 
შსს თბილისის საქალაქო სასამართლომ მატროსოვის ციხეში მომხდარ ინცინდენტზე განცხადება გუშინ ცხელ კვალზე გააკეთა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
 
„თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოწმის სახით ირაკლი ფირცხალავას მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ფირცხალავამ უარი განაცხადა მოწმის სახით გამოკითხვაზე. ირაკლი ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დახურული სასამართლო სხდომა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში გაიმართა. სხდომის გახსნისთანავე დასაკითხმა პირმა სასამართლოს განუცხადა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას უკვე მეოთხე დღეა მიმართავს და ადვოკატის გარეშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ირაკლი ფირცხალავას მიეცა ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება მისი ადვოკატით უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ მოწმის სახით დასაკითხი პირი შეუძლოდ გახდა და პირველადი სამედიცინო დახმარება მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა. ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სხდომა პირის დაკითხვის გარეშე დასრულდა.“
 
განცხადებაში არაფერია ნათქვამი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ამით იგი ირიბად უარყოფს მომხდარ ინცინდენტს, რაც არანაირ თანხვედრაში არ მოდის  გავრცლებულ ინფორმაციას ფიცხალავას ცემის შესახებ.

სიახლეები

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...

ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განათლების რეფორმას ეწინააღმდეგებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოებისთვის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მიუღებელია. "3 თებერვალს...

ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის, 10 ექიმს პასუხისმგებლობა დაეკისრა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული...