მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ დავტენოთ ტელეფონი საკუთარი ენერგიით?

როგორ დავტენოთ ტელეფონი საკუთარი ენერგიით?

Published on

,,როგორ დავტენოთ ტელეფონი საკუთარი ენერგიით? – ქართველი ბიჭების გამაოგნებელი გამოგონება'' – ამ სათაურით აქვეყნებს საინფორმაციო პორტალი ,,გეო პრეს ნიუსი'' ინფორმაციას 16 წლის ამირან აფციაურისა და 15 წლის გიორგი შელეგიას ერთობლივი  გამოგონებების შესახებ.
 
ქართველი ბიჭების ამ გამოგონების არსი იმასი მდგომარეობს, რომ სამაჯურში იდგმება პორტატიული ელექტროგენერატორი. . მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ხელის უნებლიე მოძრაობით წარმოქმნას ენერგია, რომელიც აკუმულირდება და USB-პორტის მეშვეობით მუხტავს ტელეფონს, პლანშეტსა და სხვა გაჯეტებს.
 
ამ გამოგონებისთვის „ლეონარდო და ვინჩის" კონკურსზე ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ და  Intel-ის სპეციალური პრიზის მფლობელებიც გახდნენ. სორედ მაშინ მიიწვიეს ისინი ახალგაზრდა მეცნიერთა პროექტების საერთაშორისო კონკურსზე – Intel ISEF-ი , რომლის შესარჩევი ტური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 7 მილიონ სკოლაში ჩატარდა. Intel ISEF-2016 ამერიკაში, ფენიქსში გაიმართა და მონაწილეობდა 75 ქვეყნის 1.800-მდე მეცნიერ-გამომგონებელი, 800 განსხვავებული პროექტით. 
 
ტელეფონის დამტენმა პორტატულმა გენერატორმა კონკურსზე საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. ,,ერთ-ერთი ქვეყანა დაინტერესდა, ჯარისთვის სურდათ. დიდ ჰონორარს გვთავაზობდნენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ. '' – ამბობს გიორგი შელეგია.
 
ამირან აფციაურის თქმით, მათ მსგავსი  ხუთი გამოგონება აქვთ … პირველი სამაჯური და ქამარი იყო. თუ ადამიანი ორივეს ერთდროულად ატარებს, სიარულის დროს ელექტროენერგიის გენერირებას ახდენს და შეგროვებული ენერგიით ტელეფონის დამუხტვა შეუძლია. მოძრაობას არ აფერხებს, ხელს არაფერში უშლის და ლამაზი აქსესუარიცაა. ჩვენ ადამიანის ენერგიას ვიყენებთ, რომელიც აქამდე ტყუილად იხარჯებოდა…
მეორე გამოგონებაა ყუთი, რომელიც ასევე ნებისმიერ ვიბრაციაზე იტენება.
მესამე და მეოთხე გამოგონებებია ჩაფხუტი და კეპი, რომლებსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლიათ…
ჩაფხუტს სამი რეჟიმი აქვს: მაგალითად, ცეცხლთან დადებ და ტელეფონი დაიტენება, მეორე რეჟიმით, თავიდან გამოყოფილი სითბო ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, მესამე რეჟიმით კი, ჩაფხუტში დამონტაჟებული მაცივარი ირთვება და სიცხეში თავს აგრილებს… ჩვენი ჩაფხუტით 
გიორგი შელეგია: – ჩვენი ბოლო გამოგონებაა ფანჯრის ჩარჩო, რომელიც სიცივისა და სითბოსგან ელექტროენერგიას გამოიმუშავებს… შეგვიძლია ჩავრთოთ ლეპტოპი, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, ავანთოთ შუქი, დავტენოთ ტელეფონი და ასე შემდეგ. დიდ სხვაობას იძლევა ელექტროენერგიის მოხმარების დროს და კარგი იქნება, თუ დაინერგება.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...