მთავარისიახლეებისაზოგადოებაწყალდიდობა სამეგრელოში. მდინარე აბაშაში მწყემსი დაიხრჩო. ხობის რამდენიმე სოფელი დატბორილია

წყალდიდობა სამეგრელოში. მდინარე აბაშაში მწყემსი დაიხრჩო. ხობის რამდენიმე სოფელი დატბორილია

Published on

ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე აბაშა ადიდდა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 
 
 სოფელ საელიაოს მცხოვრებ 65 წლის მამაკაცს მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გადაჰყავდა, როცა მდინარე მოულოდნელად ადიდდა და მამაკაცი წყალმა წაიღო. ცხედარი რამდენიმე სოფლის მოშორებით იპოვეს.
 
ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს სხვა რაიონებშიც.  განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხობის მუნიციპალიტეტის  სოფლებში – ჭალადიდში, პირველ მაისში, ხეთასა და  ხამისკურში წყალი შევარდა  სახლების პირველი სართულებში, ადიდებულმა ღელეებმა წალეკეს სავარგულები,  დაიტბორა  საავტომობილო გზები, რის გამოც რამდენიმე მონკვეთზე და სასოფლო გზებზე გადაადგილება რამდენიმე სათით შეფერხდა. შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად  ამ დროისათვის  მოძრაობა აღდგენილია. 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...