მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიჭვინთაში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბიჭვინთაში თვითმფრინავი ჩამოვარდა

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ორადგილიანი ე.წ. გასასეირნებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
 
დაშავებულია  ორი მგზავრი და პილოტი,  მგზავრები მოსკოველი  ტურისტები  არიან –  დედა და 15 წლის შვილი. თავდაპირველად სამივე გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნა  გადაყვანილი, მაგრამ, როგორც საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვიაჩესლავ არგუნი  ამბობს, ისინი დედის თხოვნით სოჭში გადაიყვანეს იმ მოტივით, რომ  მათი ჯანმრთელობის დაზღვევა აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ვრცელდება. დაშავებულთა დგომარეობა სტაბილურია, სიცოცლისთვის ნაკლებიად საშიში,  თუმცა  დედა-შვილი ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს – ბიჭს თეძოს ძვალი აქვს დამტვრეული, ქალს ხერხემალი აქვს დაზიანებული, მაგრამ ძვლის ტვინი  გაწყვეტილი არ არის, ამიტომ  ოპერაციის შემდეგ დიდი ალბათობით კიდურების მგრძნობელობა აღუდგება და გავლასაც შეძლებს.  რაც შეეხება პილოტს – 54 წლის ალი აშხაწავას, იგი ტვინის შერყევითა და ნეკნების მოტეხილობებით გაგრის საავადმყოფოში რცება.    
 
ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრის ლევ კვიცინიას განცხადებით,  საბედნიეროდ,  თვითმფრინავი დიდი სიმაღლიდან კი არ ჩამივარდნილა, არამედ მიწასთან ახლოს, როცა დაშვებას ახორციელებდა. სავარაუდოდ დაშვებისას პილოტმა მართვა დაკარგა
არძინმას სახელობის აეროპორტ ,,სოხუმის''  გენერალური დირექტორი ვიაჩესლავ ეშბა ამბობს, რომ პილოტს ფრენების განხორციელებისატვის აუცილებელი დოკუმენტები სრულ წესრიგში აქვს და საკნაოდ გამოცდილი სპეციალისტია.  ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამი წლის წინ არის აფხაზეთში შემოყვანილი, გამუდმებით გადის ტექნიკურ შემოწმებას და  ხმები მისი გაუმართაობის შესახებ უსაფუძვლოა.  .

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...