მთავარისიახლეებისაზოგადოება,,აფსნი ლაიფი’’ და გალის აფხაზური ადმინისტრაცია წაიკიდნენ. როგორ ებრძვიან ნაბაკი/ნაბაკევს და...

,,აფსნი ლაიფი’’ და გალის აფხაზური ადმინისტრაცია წაიკიდნენ. როგორ ებრძვიან ნაბაკი/ნაბაკევს და სხვა ქართულ ტოპონიმებს ოკუპირებულ აფხაზეთში

Published on

საინფორმაციო სააგენტო ,,აფსნი ლაიფი’’ და ოკუპირებული გალის აფხაზური ადმინისტრაცია წაიკიდნენ.
 
განხეთქილების ვაშლი არის ერთი ( და არამხოლოდ) სოფლის მეგრული სახელწოდება – ნაბაკი/ნაბაკევი, რომელიც ოფიციალურმა სოხუმმა აფხაზურ  ,,ბათაიგუარად'' გადააკეთა, თუმცა ეს უკანასკნელი, თავად სოფლის მცხოვრებლებზე რომ არაფერი ვთქვათ , აფხაზებსაც ჭრის ყურს და ხშირად ავიწყდებათ შეუჩვევლობის, თუ სხვა რამ მიზეზის გამო. 
 
 ,,22 ივნისს ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით ,, გალის რაიონის მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურთ’’, რომელშიც დასახლებული პუნქტი ბათაიგუარა ბრჭყალებშია მოხსენიებული, ხოლო ქართული სახელწოდება ნაბაკია ( იგულისხმება ნაბაკევი- ოდიში ნიუსი) პირიქით,  წარმოდგენილია როგორც ძირითადი სახელწოდება. ამ ფაქტს მოყვა გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის  ა. ასლანძიას მოთხოვნა ოფიციალურად მოვუხადოთ ბოდიში აფხაზეთის მოქალეებს სოფლის ძველი სახელწოდების გამოყენებისათვის.  – წერს გამოცემა ,,აფსნი ლაიფი''.
 
ასლანძიას განცხადებაში ნათქვამია:  „ამით თქვენ ფაქტიურად  ამბობთ, რომ სოფლის ოფიციალური დასახელება ფრჩხილებში უნდა ჩაიწეროს, ხოლო  ფრჩხილებს გარეთ , როგორც ძირითადი, – ძველი ქართული დასახელება, რაც დაუშვებელია  როგორც კანონის თვალსაზრისით, ისე  ჩვენი დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნის წინაშე.''  
 
გამოცემა აღნიშნავს, რომ ნაწილობრივ  ეთანხმება ამას და მზად არის ბოდისი მოიხადოს,  რადგან პატივს ცემს  დაღუპულთა ხსოვნას და აფხაზ ხალხს, მაგრამ   იქვე განმარტავს, რომ სოფლის მოხსენიება ძველი სახელწოდებით განპირობებული იყო მისწრაფებით მკაფიოდ აეხსნათ მკითხველისთვის, რომელ სოფელზე იყო საუბარი და არ ჰქონიათ სხვა რამ   ბოროტი განზრახვა და პოლიტიკური სარჩული, როგორც ეს გალის ადმინისტრაციამ აღიქვა. 
 
ამავე საპაუხო განცხადებაში გამოცემამ  კრიტიკა შეუბრუნა გალის აფხაზურ ადმინისტრაციას და თავად მასაც დასდო ბრალი აფხაზური ტოპონიმების უგულველყოფაში .
 
,, რედაქცია მიიჩნევს, რომ მსგავსი შეცდომები ფიქსირდება „გალის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზეც“, აქ გეოგრაფიული პუნქტების   აღსანიშნავად აფხაზურის ნაცვლად, გეოგრაფიული ტერიტორიების აღმნიშვნელ ქართულ სახელწოდებებს იყენებენ: ფიჩორა – ბჩარა, ოქუმი – ოქუმ, პრიმორსკ-გუდაა ჭუბურხინჯი – ხიაცხა. ამიტომ მასაც ბოდიში აქვს მოსახდელი. – წერს გამოცემა.
 
ჟურნალისტების საპასუხო წერილი გალის ადმინისტრაციის მოთხოვნაზე  მხოლოდ ათი დღის შემდეგ გამოქვეყნდა, რა ხდება ბოდიშების გაცვლის საკითხში ამჟამად, გაურკვეველია , თუმცა ეს ჩვენი სადარდებელი არ არის. ,,აფსნი ლაიფებიცა'' და კასლანძიებიც შეთანხმდებიან, აი,  რატომ ებრძვიან ნაბაკი/ნაბაკევს და სხვა ქართულ ტოპონიმებს, საკითხავი ეს არის. 

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...