მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ვერასდროს წარმომედგინა, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს ისეთი მონაპოვარი, როგორიც ეროვნული გამოცდებია, სულ...

,,ვერასდროს წარმომედგინა, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს ისეთი მონაპოვარი, როგორიც ეროვნული გამოცდებია, სულ რამდენიმე წელიწადში ნამდვილ ტრაგიკომედიად იქცეოდა”.

Published on

,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ. ვერასდროს წარმომედგინა, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს ისეთი მონაპოვარი, როგორიც ეროვნული გამოცდებია, სულ რამდენიმე წელიწადში ნამდვილ ტრაგიკომედიად იქცეოდა.'' –  ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  აბიტურიენტის მშობელი, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე –  ვერც ის წარმომედგინა, რომ ტესტური ნიმუშები არა თუ ვერ დაიხვეწებოდა, არამედ ნამდვილ საბჭოთა „ბილეთებს“ დაემსგავსებოდა. ვაი, რომ მწარედ მოვტყუვდი.
 
პირველი და უმთავრესი: წელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდები 2 და 3 ივლისს ჩატარდა. მოგეხსენებათ, ამ რიცხვებში ოფიციალური ამინდის პროგნოზი 37 -38 გრადუსს იუწყებოდა. თუმცა, რეალურად, ტემპერატურამ 42 გრადუსს მიაღწია. ამ პირობებში არა თუ გამოცდის ჩაბარება, მხართეძოზე წამოწოლაც კი უჭირს ადამიანს. არადა, მზით გაჩახჩახებული და ჯოჯოხეთის გეენად ქცეული საგამოცდო ცენტრები ელოდნენ აბიტურიენტებს, რომლებიც პირველად გადიოდნენ გამოცდაზე და, შესაბამისად, ძალიან ნერვიოულობდნენ. ამ ჯოჯოხეთში აღმოჩენილ მოზარდებს წინ მეორე, არანაკლებ მძიმე, განსაცდელი ელოდათ – კალმები. ამაზე უნებლიეთ ილია ჭავჭავაძე მახსენდება: „ჩემო კალამო, ჩემო კარგო…“ , თუმცა, ილიასგან განსხვავებით, კალამი დანიშნულებისამებრ ჩვენმა აბიტურიენტებმა ვერ გამოიყენეს -ის ან დღაბნიდა, ან არ წერდა. ამას ჰქვია: „გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო“. რა იცოდნენ ყმაწვილებმა, რომ ეროვნულ გამოცდებზე მიმავალნი, რეალითი შოუ „ამტანში“ ამოყოფდნენ თავს.
 
ახლა გადავიდეთ სატესტო ნიმუშებზე. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების სატესტო ნიმუშები ქართულ ენასა და ლიტერატურაში კიდევ უფრო სუმბურული „ტექსტის რედაქტირებითა“ და საეჭვო ღირებულების ლიტერატურული ნიმუშებით გამოირჩეოდა. გრ. ორბელიანის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ შემდგენელთ წარმოეჩინათ საკუთარი პატრიარქალური შეხედულებები ზოგადად ლიტერატურულ პროცესზე და მდარე ლიტერატურული გემოვნება. ამას მოჰყვა „არსენა მარაბდელის“ -საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის გადმონაშთის – თანამედროვე ეპოქაში გაცოცხლება, თითქოს მიხეილ ჯავახიშვილს ამაზე ღირებული არაფერი დაეწეროს. გურამ გეგეშიძის სენტიმენტალური ტექსტი – „ნაცრის კოშკი“ კი გვირგვინად დაედგა ამ ლიტერატურულ ბაკჰანალიას.
 
გაუგებარია, ვისი გემოვნებით, კომპეტენციით დგება საგამოცდო ტესტები და რას ისახავს მიზნად ეს ცრუ საქმიანობა? იმედია, ამ პროცესში მაინც არ ერევა ჩვენი ქვეყნის არაფორმალური მმართველი. თუმცა აქაც მისი გემოვნებისა და აზროვნების სურნელი მეცა.- წერს ქეთი ქურდოვანიძე

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....