მთავარისიახლეებისაზოგადოებახობისწყლის კუნძულზე დარჩენილი ორი მეთევზე ნაპირზე ვერტმფრენით გამოიყვანეს

ხობისწყლის კუნძულზე დარჩენილი ორი მეთევზე ნაპირზე ვერტმფრენით გამოიყვანეს

Published on

 წარმატებით დასრულდა ხობისწყალის ადიდების გამო მდინარეში, პატარა კუნძულზე  ჩარჩენილი ორი ადგილობრივი მეთევზის  ნაპირზე  გამოყვანის ოპერაცია – სამაშველო ოპერაციაში  შსს-ს სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც  ,,ოდიში ნიუსს''  ადგილიდან აცნობეს  , მეთევზეები რამდენიმე წუთის წინ ნაპირზე ვერტმფრენით გამოიყვანეს.
 
,, კიდევ კარგი, რომ ვერტმფრენი დროზე მოვიდა – წყლის დონე სწრაფად მატულობდა და ცოტა ხანში მთლიანად დაფარვდა კოკს ( ასე ქვია მდინარის კუნძულს მეგრულად – ოდიში ნიუსი) – ამბობს  ადგილობრივი მკვიდრი ჯანიკო ბაძაღუა.  
 
შეგახსენებთ ჩხოროწყუში,  სოფელ ხაბუმეში  ხობისწყლის  პატარ კუნძულზე რამდენიმე საათის განმავლობაში დარჩენილი იყო და ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა ორი ადამიანი . მათი დახმარება შეუძლებელი აღმოჩნდა, სანამ ვერტმფრენი არ გამოიძახეს. 
ადგილობრივები ამბობენ, რომ  მძლავრი  ნაკადის მოულოდნელი  მოვარდნა  განაპირობა  მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაგუბებული წყლის გათავისუფლებამ. 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...