მთავარისიახლეებისაზოგადოებაFacebook-ი იმ მომხმარებლების სტატუსებს დამალავს, რომლებიც ბევრს პოსტავენ

Facebook-ი იმ მომხმარებლების სტატუსებს დამალავს, რომლებიც ბევრს პოსტავენ

Published on

Facebook-ი სოციალურ ქსელში იმ მომხმარებლების სტატუსებს დამალავს, რომლებიც იუზერების სიახლის ველში ხშირად ჩნდებიან და ე.წ. სენსაციურ მასალებსა და დეზინფორმაციას დებენ. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელსაც The Independent ავრცელებს.
 
Facebook-ის ცნობით, კომპანია გეგმავს შეამციროს "დაბალხარისხიანი ბმულების მომხმარებელთა სიახლის ველში გამოჩენა". როგორც ირკვევა Facebook-მა კვლევა ჩაატარა, რომლითაც დადგინდა, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფები "რუტინულად და დღის განმავლობაში დიდი სიხშირით, საჯარო კატეგორიის მითითებით (Public), აქვეყნებენ პოსტებს, რომლებიც დანარჩენი მომხმარებლების კედელს "სპამავს".
 
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ სოციალურ ქსელში ბევრი პოსტის გამზიარებლები, ამავდროულად, უხარისხო ინფორმაციას ავრცელებენ. აქედან გამომდინარე, Facebook-ი გამოქვეყნებულ სტატუსებს გარკვეულ "პრიორიტეტებს" მიანიჭებს, რომლებსაც მომხმარებელთა სიახლის ველში მოხვედრის შესაძლებლობა ექნებათ. 
 
Facebook-ის ადმინისტრაციის ცნობით, ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელს უფრო მეტად "ინფორმაციულს გახდის".

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...