მთავარისიახლეებიექსკლუზივიანაკლიასა და განმუხურში დამსვენებლები სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობაზე საუბრობენ

ანაკლიასა და განმუხურში დამსვენებლები სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობაზე საუბრობენ [Video]

Published on

მონატრებული ზაფხულის  დადგომას სამეგრელოს და არამარტო სამეგრელოს მოსახლობა დიდი ხანია ელის. გახშირებულმა წვიმებმა საზღვაო სეზონის გახსნას ხელი შეუშალა, თუმცა როგორც აღმოჩნდა სანაპირო ზოლი ვერ იყო მზად დამსვენებლების მისაღებად, სოციალურ ქსელში იგრძნობოდა მოსახლეობის უკმაყოფილება სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობაზე. ტელეკომპანია ,,ოდიშის " კამერის ობიექტივმა განმუხურსა და ანაკლიაში არსებული მდგომარეობა დააფიქსირა, როგორც აღმოჩნდა სანაპირო ზოლი მოუწესრიგებელია, გამართულად არ ფუნქციონირებს საშხაპეები. დამსვენებლები უკმაყოფილოები და უფრო ხშირად იმედგაცრუებულები არიან დაბინძურებული ზღვითა და სანაპირო ზოლით.ანაკლია ორი წელია მასპინძლობს ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ჯემ-ფესტი, ფესტივალი წელს 14 ივლისს გაიხსნება, თუმცა ანაკლიელები ამბობენ, რომ  ანაკლია ათასობით ტურისტის მისაღებად მზად არ არის.დამსვენებლების თქმით დანაგვიანებული და მოუწესრიგებელი სანაპირო ზოლით დამსვენებლებს დისკომფორტი შეექმნებათ და მომავალში მოსვლის სურვილიც არ ექნებათ.საქართველოს შავიზღვისპირეთის მარგალიტად წოდებული ანაკლია დღეს განვითარებადი კურორტია. უწინ აქ მეთევზეთა სოფელი და ნავსადგური იყო. 2012 წელს  ამ ადგილზე ახალი ქალაქის ,,ლაზიკის" მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა. დღეს ანაკლია-განმუხური ტურისტების მოლოდინშია, თუმცა მისი მზაობა დავის საგანია.
 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...