მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისში, ამერიკის საელჩოდან 159 700 დოლარი გაქრა

თბილისში, ამერიკის საელჩოდან 159 700 დოლარი გაქრა

Published on

 თბილისში, ამერიკის საელჩოდან 159 700 დოლარი გაქრა. – ინფორმაციას ამის შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისის ანგარიშზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
 
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად,  საუბარია უკანონო სქემაზე, რომლის მიხედვითაც, 2010-დან 2014 წლამდე პერიოდში  საელჩოს თანამშრომელმა ან თანამშრომლებმა უკანონოდ მიითვისეს ნაღდი ფულადი თანხები და შესაბამისი მონაცემები სისტემიდან წაშალეს. ამ მიზეზით, დამნაშავეთა ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა.
 
ფინანსური დარღვევები 2015 წლის იანვარში ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, 2010 წელს „დაკარგულმა“ თანხამ 8700 დოლარი შეადგინა, 2011 წელს 38 900 დოლარი, 2012 წელს 46 100 დოლარი, 2013 წელს 44 200 დოლარი, 2014 წელს კი 21 800 დოლარი.
 
ანგარიშის მიხედვით, გამოძიებამ საბუღალტრო პროგრამულ სისტემაში არსებული ხარვეზი გამოავლინა, რომლის მეშვეობით თაღლითობა განხორციელდა. საქმის შესწავლის ინიციატორი თბილისის საელჩოს დასაქმებულთა ასოციაცია იყო.
 
საქართველოში ამერიკის საელჩოში კომენტარი არ გაკეთებულა, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის გამო, აქ არასამუშაო დღეა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...