მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისში პნევმატური იარაღიდან გულმკერდში დაჭრილი 9 წლის ბიჭი გადარჩენილია

ქუთაისში პნევმატური იარაღიდან გულმკერდში დაჭრილი 9 წლის ბიჭი გადარჩენილია

Published on

  „სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ინფორმაციით,  ქუთაისში, 1 ივლისის საღამოს პნევმატური იარაღით დაჭრილი, შოკურ მდგომარეობაში მყოფი 9 წლის ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში იქნა შეყვანილი. უმძიმესი პაციენტის გადასარჩენად პედიატრიულმა და კარდიოქირურგიულმა სამსახურმა დროის უმოკლეს ვადებში შეძლეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და კარდიოქირურგიული ოპერაციისთვის პაციენტის დასტაბილურება.
 
„კარდიოქირურგიული ოპერაცია 4 საათი გაგრძელდა. ოპერაციის დროს აღმოჩნდა გულის და მარჯვენა ფილტვის ქსოვილების სისხლმდენი დაზიანებები. დარღვეული იყო გულის მკვებავი სისხლძარღვის მთლიანობა, პერიკარდიუმის ღრუდან ამოღებულ იქნა 0,8 სმ ზომის ტყვია.
 
წარმატებული ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადაყვანილი იქნა კარდიოქირურგიულ ინტენსიურ განყოფილებაში.
 
ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თავს კარგად გრძნობს და გადის პოსტოპერაციულ მკურნალობას კლინიკაში“, – ნათქვამია „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...