მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპანტებმა ბერშუეთსა და სობისში სასაზღვრო ნიშნული დაახლოებით 500 მეტრით გადმოწიეს

ოკუპანტებმა ბერშუეთსა და სობისში სასაზღვრო ნიშნული დაახლოებით 500 მეტრით გადმოწიეს

Published on

რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე. წ. საზღვრის მიმდებარედ საფორთიფიკაციო სამუშაოები განაახლეს. 
 
სოფლების – ბერშუეთისა და სობისის განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი კიდევ ერთი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს.  გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული ბანერი ძველი ე. წ. სასაზღვრო ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული.
 
ბანერის განთავსების გამო, სოფელ ბერშუეთის მაცხოვრებლებს – ჩილინდრიშვილებსა და ხოდელებს რამდენიმე ჰექტარ სახნავ-სათეს ფართობზე წვდომა შეეზღუდათ.
 
ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ინციდენტი ორჯერ მოხდა. ერთხელ, როცა ხოდელების ოჯახი მარცვლეულს თესავდა, ე.წ. მესაზღვრეებმა ოჯახის ორი წევრი დააკავეს და აღნიშნულ ფართობზე მუშაობა აუკრძალეს. 2016 წლის ზაფხულში კი, იგივე ადგილას ხის ბოძები დაამონტაჟეს და ჩილინდრიშვილების ოჯახს უკვე მოყვანილი ქერის მოსავლის აღების საშუალებას არ აძლევდნენ

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...