გაფლანგვები კულტურის სამინისტროში – სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული ზღაპრული ჰონორარები და მომსახურების ხარჯები

0
465
შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი  აქვეყნებს ინფორმაციას  კულტურის სამინისტროს მიერ სხვადასხვა კომპანიებთან დადებული რამდენიმე ხელშეკრულების სესახებ და უწყებაში საბიუჯეტო სახსრების შესაზლო გაფლანგვაზე საუბრობს. PMTC 
 
გაფლანგვები კულტურის სამინისტროში – “ბლექ სი არენა”

 
2017 წლის 23 ივლისს „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება მომღერალ ქეთი მელუას კონცერტი. ამ კონცერტის საფასურად „ბლექ სი არენა“ ბიუჯეტიდან მომღერალს 100 000 აშშ დოლარს გადაუხდის.
 
მოლაპარაკებებს აწარმოებდა კულტურის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან  დაკავშირებული კომპანია „ისტერნ პრომოუშენი“.  
შპს „ისტერნ პრომოუშენს“ შერჩევის გარეშე გაუფორმდა დამატებით, ცალკე, ხელშეკრულება 67 726 ლარზე.
ამ  ხელშეკრულებიდან  ირკვევა, რომ, გარდა იმ 100 000 აშშ დოლარისა, ცალკე ბიუჯეტიდან ვიხდით სასტუმროს მომსახურების, კვების და ტრანსპორტით მომსახურების საფასურს და, აგრეთვე, რაც სრულიად წარმოუდგენელია, „ისტერნ პრომოუშენის” საკომისიო შეადგენს ხელშეკრულების თითქმის 50%-ს, ანუ 30 655 ლარს!!!
 
ხარჯები ამ  ხელშეკრულებაში გაწერილია შემდეგი სახით: 
1 სატრანსპორტო ხარჯები 3177.96
1.1 შიდა სატრანსპორტო ხარჯი 3177.96
2 ცხოვრების ხარჯი 10850
2.1.  სასტუმრო მომსახურება 10850
3 კვების და კულისების ხარჯი 12711.85
3.1 კვების ხარჯი 2542.37
3.2 კეიტერინგი 5084.74
3.3 პროექტის სამუშაო ჯგუფის სამივლინებო ხარჯი და კულისების მომსახურება 5084.74
4 „ისთერნ პრომოუშენის“ მომსახურების საკომისიო 30655.30
5 ჯამი დღგ-ს გარეშე 57395.11
6 დღგ 10331.11
ჯამი 67726.22
 
ბატონი გიორგაძე ასე თუ არიგებს ხელშეკრულებებს, წარმოგვიდგენია, რა ჰონორარები იქნება გაცემული „აეროსმიტის“ მოწვევის ორგანიზებაზე, რომელიც ბიუჯეტს მხოლოდ ერთი ხელშეკრულებით 1 500 000 აშშ დოლარი დაუჯდა!!! 
საინტერესოა, შეიძლებოდა თუ არა ამ ხარჯის შემცირება?
ვისთან აწარმოა მოლაპარაკება ამ კომპანიამ?
რა უფლებით უხდის „ბლექ სი არენას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამხელა საკომისიოს?
 
ეს არ არის ერთეული შემთხვევა.
ასე, მაგალითად, ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძის, კონცერტი, რომელიც იმავე „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება, ბიუჯეტს 145 499 ლარი დაუჯდება. ეს ხელშეკრულება, აგრეთვე, უკონკურსოდ, „ბლექ სი არენამ“ გაუფორმა ახალშექმნილ კომპანიას, „ბუკაჯაზ ერთენთეითმენთს“( ს/კ 406209730), რომელიც ხელშეკრულების დადებამდე 1 თვით ადრე დარეგისტრირდა 2017 წლის 4 მაისს 
 
ამ კომპანიის დამფუძნებელი 100% წილით გახლავთ მურმან კარტოზია რომელიც, ამავდროულად, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერია.
თავისთავად, ეს თეატრიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს თანხებს!!!
 
საერთოდ, რა შუაშია ეს კომპანია, რომელიც ერთი თვის შექმნილია და რა შუაშია ამ მომსახურეობასთან მურმან კარტოზია, რომელიც, თავის მხრივ, კულტურის მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილთან, ამ თეატრის აშშ-ში, თურქეთსა და მოლდოვაში ტურნეს დაფინანსებებს განიხილავენ.
 
წარმოგვიდგენია, რა თანხები იქნება გაწერილი ამ ტურნეზე?
 
აღსანიშნავია, რომ ნინო ქათამაძის ჰონორარი შეადგენს მხოლოდ 25 000 ლარს და დანარჩენი კი ამ კომპანიის მომსახურება, მუსიკალური გაფორმება და უზომოდ მაღალი ჰონორარებია.
წყარო: pmtc@pmts.org ge

 
წინა სტატია,,ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ამომწურავი ცოდნა ექნებოდათ მეგრულისა და ლაზურის მიმართ” – რუსა გერსამია ლიდსის უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცის შესახებ
შემდეგი სტატიათბილისში, ამერიკის საელჩოდან 159 700 დოლარი გაქრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური