,,ქალაქში ნერონი დადის!” – რატომ გახშირდა ხანძრები ხელისუფლებაში ოლიგარქის მოსვლის შემდეგ? – სოციალურ ქსელში ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს ეხმაურებიან

0
520
ქალაქში ნერონი დადის! – სოციალურ ქსელში ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს ეხმაურებიან და ცდილობენ ახსნან კავშირები თბილისში მსგავს ობიექტებზე გახშირებულ ხაძრებს შორის.
 
პოლიციის პოლკოვნიკი,სამართალდაცავთა დაცვის ლიგის წევრი, ზაზა ჭაია დამწვარი ბაზრობების და სავაჭრო ობიექტების სტატისტიკას ავრცელებს:
რაც "ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში !!!!!
1. 2012 წლის 15 ნოემბერს დილით ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა სავაჭრო ობიექტების 600-700 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა.
2. დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ "საბაში", 2013 წლის თებერვალში, ხანძრის შედეგად 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე მეტი დაიწვა. ხანძრის შედეგად შენობის მეორე სართული მთლიანად განადგურდა და ნაწილობრივ ჩამოიშლა. იმ ნაწილიდან კი, რომელზეც ცეცხლი არ გავრცელებულა მოვაჭრეებმა ავეჯის გამოტანა მოასწრეს.
3. თბილისის აკვაპარკში ხანძარი 2013 წლის 16 ივლისს, საღამოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად სამი შენობა დაიწვა, რომლებიც ერთმანეთისგან ბილიკებით იყო დაშორებული. დამწვარი ფართი ტერიტორიის დაახლოებით 1 000 კადრატულ მეტრს მოიცავდა.
4. სენაკის ბაზრობას ხანძარი 25 აგვისტოს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ბაზრობის თითქმის მთელი ტერიტორია, 3 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
5. თბილისში, ე.წ. ბოშების ბაზრობა 2014 წლის 16 სექტემბერს დაიწვა. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ვაგზლის მოედანზე, წინამძღვრიშვილის #198-ში 2 500 კვ.მ ფართობი დაიწვა.
6. ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობა 2014 წლის 7 დეკემბერს დაიწვა. ხანძარი ბაზრობის მეხუთე რიგში არსებულ საახალწლო პიროტექნიკის მაღაზიას გაუჩნდა, საიდანაც ცეცხლი დაახლოებით 500-დან 600 კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოედო.
7. 2014 წლის 27 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა ელიავას ბაზრობაზე, სადაც ცეცხლი ძველი ავტომობილების ნაწილების ჯიხურებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
8. 2015 წლის 4 აგვისტოს ხანძარი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა. საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს 20-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა აქრობდა. ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
9. ზესტაფონში, ე.წ. შავ ბაზარში ხანძარი 2016 წლის 2 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
10. ბავშთა სამყაროში ხანძარის გაჩენის შესახებ შეტყობინება 112-ში 04:10 საათზე შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის წარმომდაგენლის დავით გელაშვილის ინფორმაციით, ხანძრის ქრობიდან 5 წუთში ცეცხლი გავრცელდა მთელ შენობაზე, რომლის ფართი 10 000 კვადრატული მეტრია, 10-12 წუთში კი უკვე 18 000 კვადრატული მეტრი ღია ფართობი იწვოდა.''
 
და აი, ამ ავბედით სიას ელიავას ბაზრობის ხანძარიც შეემატა. 
წინა სტატიასალომე სამადაშვილი: ,,მოველი, რომ ევროპარლამენტარები ძალიან მწვავედ შეაფასებენ „ქართული ოცნების” ერთპარტიულ კონსტიტუციას
შემდეგი სტატიაადამიანი ზღვის სანაპიროსთან ახლოს დაიხრჩო… – როგორ ხდება ეს? ცურვა არ იცოდა? ნასვამი იყო? თუ არის რაღაც, სულ სხვა მიზეზიც ?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური