მთავარისიახლეებისაზოგადოებამოვაჭრეები აცხადებენ, რომ ელიავას ბაზრობის გადატანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იგეგმება და...

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ელიავას ბაზრობის გადატანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იგეგმება და ბევრმა ამის გამო შეიკავა თავი დაზღვევის გაგრძელებისაგან

Published on

მოვაჭრეების ძირითად ნაწილს საქონელი დაზღვეული ჰქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორმა გოჩა ხეცურიანმა განუცხადა. 
"პოლიციაში დავიკითხე. საბოლოოდ ექსპერტიზა დაადგენს რა მოხდა და არ არის ისეთი რთული შენობა, რომ ვერ დაადგინონ. კომპენსაციებს რაც შეეხება, დასკვნიდან გამომდინარე გადავწყვეტთ. მოვაჭრეების ძირითად ნაწილს დაზღვევა ჰქონდა, ვისაც არ ჰქონდა, რაიმე სამართლებრივი გზა გამოიძებნება", – განაცხადა ხეცურიანმა.
 
,,იდეალური სიტუაციაა რასაკვირველია, როცა ბიზნესი დაზღვეულია, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაშიც არ არის დაზღვეული ამ ბიზნესის ძირითადი ნაწილი. ცალსახად თქმა ახლა იმისა, რომ აუცილებლად ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი თუ არა, იმის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც გამოძიების შედეგები დაიდება. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები“, – განაცხადა თბილისის მერმა.
 
ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები    ხსნიან მიზეზებს, რატომ არ ჰქონდათ დაზღვეული ბაზრობაზე არსებული თავიანთი ქონება. მათი ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის გადატანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იგეგმება და დაზღვევაც სწორედ ამიტომ გადადეს.
 ერთერთი მათგანი   გია სულაქველიძე აცხადებს, რომ დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია  ელიავას ბაზრობის გადატანის შესახებ, უფრო მეტიც, მათ  ერთი თვის წინ პირდაპირ შესთავაზეს ტერიტორიის დატოვება   და  სწორედ ამიტომ  არ გააგრძელა დაზღვევა, რომლის ვადაც იანვარში ამოეწურა. 
,,ზუსტი ინფორმაცია არ მქონდა, თუ სად და როგორ განთავსდებოდა ელიავას ბაზრობა, აქედან გამომდინარე, მოვერიდე რისკებს და თავი შევიკავე დაზღვევის გახანგრძლივებისგან'' – განაცხადა მან.
 
 
 

სიახლეები

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ჩხოროწყუში 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,სოფელ ზუმის ტერიტორიაზე ავტომობილი ბოძს შეეჯახა. 21...

ირანის სასამართლოს მიხედვით, აქციების დროს დაკავებულ ერფან სოლთანის სიკვდილით არ დასჯიან

ირანის სახელმწიფო მედია სასამართლოს ციტირებს და წერს, რომ აქციებზე დაკავებულ 26 წლის ერფან სოლთანის...