მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ საქართველოს ზღვისპირეთში მზის დაკვრისა და დამწვრობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

გუშინ საქართველოს ზღვისპირეთში მზის დაკვრისა და დამწვრობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

Published on

საქართველოში დამდგარმა  დიდმა  სიცხეებმა მოსახლეობას  უკვე  შეუქმნა ჯანმრთელობის პრობლემები.
 
მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს  რეკომენდაციებისა, მოსახლეობის გაუფრთხილებლობით თუ სხვა მიზეზებით უკვე არის  მზის დაკვრისა და მზისგან დამწვრობის არაერთი შემთხვევა. განამ მხრივ რთული ვითარებაა ზღვისპირა რეგიონებში -პლაჟებზე. 
 
გუშინ  ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს მზისგან დამწვრობით შვიდმა მოქალაქემ მიმართა – ინფორმაციას ამის შესახებ  ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძე ავრცელებს. 
 
“ბათუმში, გუშინ მზისგან დამწვრობასთან დაკავშირებით შვიდმა მოქალაქემ მოგვმართა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოქალაქეები ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა, ნაწილი უკვე ბინაზე მკურნალობს“, – განაცხადა ბადრი პაქსაძემ მედიასთან საუბარში. 

სიახლეები

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...