მთავარისიახლეებისაზოგადოებაელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

Published on

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
ცეცხლი ხოშარაულის ქუჩაზე ავტონაწილების ბაზრობაზე საღებავებისა და ქიმიური ნივთიერებების საწყობს გაუჩნდა და სხვა საწყობებზე გავრცელდა.
 
როგორც  საგანგებო სიტუაციების სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული., მაგრამ ცეცხლის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
 
თვითმხილველების თქმით,  მათ თავდაპირველად მცირე ბოლი შენიშნეს, მაგრამ სანამ მის წარმომავლობას გაარკვევდნენ,   ცეცხლი საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოედო. ისმოდა აფეთქებების ხმა, როგორც ჩანს ზეტიღა და სხვა აალებადი ნივთიერებებით სავსე ავზები სკდებოდა.  
 
მეხანძრეები თავს იკავებენ კომენტარებისაგან.
 
ირგვლივ ძლიერი შავი კვამლია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ცეცხლი მოედო გასაყიდ საბურავებს და რეზინის სხვა ნაწარმს.  ცუდი ხილვადობისა და ძლიერი ცეცხლის მიუხედავად, მეხანძრეები სავარაუდო მთავარ კერას უახლოვდებიან. 
 
ხანძრის ადგილზე უამრავი ხალხია შეკრებილი, ძირითადად მოვაჭრეები, რომელნიც სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ამ ხანძრის გამო პირისპირ რჩებიან ბანკის ვალების წინაშე და კარგავენ ოჯახის რჩენის ერთადერთ წყაროს. 

სიახლეები

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...