მთავარისიახლეებისაზოგადოება44-გრადუსიანი სიცხე და ქათმის კვერცხისოდენა სეტყვა ევროპის ქვეყნებში. სოფიაში სიცხემ 5 ადამიანი...

44-გრადუსიანი სიცხე და ქათმის კვერცხისოდენა სეტყვა ევროპის ქვეყნებში. სოფიაში სიცხემ 5 ადამიანი იმსხვერპლა

Published on

ევროპაში გაუსაძლისი სიცხეებია. ჰაერის მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია, რასაც განაპირობებს ჩრდილო აფიკიდან, საჰარის უდაბნოდან შემოსული ცხელი ჰაერის მასები.
 
რუმინეთსა და ბულგარეთში ტემპერატურული რეკორდი, პლიუს 44 გრადუსი გაფიქსირდა. არის მსხვერპლიც. სოფიაში 5 ადამიანი დაიღუპა, 180-ზე მეტს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
გაუსაძლისი სიცხეების გამო ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ საფრთხის კრიტიკული დონე გამოაცხადა.მთავრობები მოსახლეობას სახლებიდან გასვლისგან თავის შეკავებას ურჩებს. ქუჩებში დამონტაჟდა სპეციალური გამაგრილებელი მოწყობილობები, გაიხსნა პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტებიც. 
 
ძლიერი სიცხეები გრძლდება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ავსტრიასა და სლოვაკეთში, აქ ჰაერის ტემპერატურა 10 და მეტი გრადუსით აღემატება ამ სეზონისთვის ჩვეულ ტემპერატურას. სინოპტიკოსების პროგნოზი არასახარბიელოა, ტემპერატურის კლებას 30 გრადუსამდე მაინც აქ მხოლოდ ერთ კვირაში მოელიან.
 
 სახიფათო სიტუაცია შეიქმნა ესპანეთის კურორტებზე – აქ დაფიქსირებულია ლეგიონელეზის ახალი აფეთქება, ეს არის მწვავე  მწვავე ინფექციური დააავადება, რომელიც იწვევს სასუნთქი გზებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის პარალიზებას. იგი სწრაფად ვრცელდება კონდიციონერებიდან და წყალმომარაგების სისტემიდან . საავადმყოფოებშია განთავსებული 9 ადამიანი, რომელთა განკურნების იმედი არ არის, ერთერთი მათგანი კომაშია. ეს  ცხრავე ადამიანი ცხოვრობდა ვალენსიის სასტუმროში ,,დაიმონდ ბიჩ ოტელი''.
 
 რთული  სიტუაციაა პოლონეთში, ქვეყნის ერთ ნახევარში აუტანელი სიცხეებია, მეორეში – ძლიერი, გადაუღებელი წვიმები, უფრო მეტიც, ჩრდილო დასავლეთით ქალაქ ბისტინექსში ქათმისკვერცხის ოდენა სეტყვა მოვიდა და სახლების სახურავები და ავტომობილები დააზიანა – სეტყვას ახლდა ძლიერი ქარი, რომელმაც წააქცია ხეები, ელექტროგადამცემი ხაზები.  განადგურებულია ხილი და მარცვლეულისა და ბოსტნეულის მოსავალი.  
 
თავსხმა წვიმებია შვეიცარიის აღმოსავლეთში, ადიდებულმა მდინარეებმა დატბორეს ქალაქები და სოფლები , შენობების სარდაგები და პირველი სართულები წყლითაა სავსე, მის ამოტუმბვაზე გადასროლილია მდეხანძრეებისა და მასველების შთამბეჭდავი რაოდენობა, აგრამ წყალს ჯერჯერობით ვერ უმკლავდებიან, რადგან წვიმების ინტენსივობა არ კლებულობს , ამასდთან ზოგიერთ ადგილებსი წვიამს ძლერი სეტყვა და ქარი ახლავს. 

 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...