მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკონტაქტო პატრული საქართველოს გზებზე - დღეიდან ,,ჭკვიანი კამერების'' სისტემა ამოქმედდა

უკონტაქტო პატრული საქართველოს გზებზე – დღეიდან ,,ჭკვიანი კამერების” სისტემა ამოქმედდა

Published on

დღეიდან საქართველოს გზებზე   ,,ჭკვიანი კამერების'' სისტემა ამოქმედდა. 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებასთან ერთად ეს მოიაზრება როგორც  ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის  მნივნელოვანი საშუალება. 
 
ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“  დამონტაჟება არის ნაწილი  ხშინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტისა – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ . 
 
როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტი მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციას, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფას.
 
საორგანიზაციო ღონისძიებების კოორდინირებულად წარმართვისთვის შსს-სა და რეგიონების თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
ხელმოწერამდე ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თნამშრომლებმა ადგილობრიივი ხლეფიესლბის წარმომადგენლებს პროექტის ძირითადი მიზანი, დანიშნულება და მოსალოდნელი შედეგები გააცნეს. განიხილეს ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.

ამ მიზნით რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან საკონსულტაციო შეხვედრები უკვე გაიმართა.
 
მძღოლები ამ სიახლეს არცთუ დიდი აღტაცებით ხვდებიან. ისევე, როგორც თავის დროზე ღვედების სავალდებულოობას. თუმცა დღეს ბევრი ავლებს პარალელს ღვედებისადმი თავდაპირველ დამოკიდებულებასა და ,,ჭკვიანი კამერებისა''  და ქულათა სისტემის შემოღებასთან დაკავშირებულ განწყობებს შორის.
 

,,ღვედი რომ გახდა სავალდდებულო, მას მერე რამდენი ადამიანი გადაარჩინა ამ ვალდებულებამ, ამის სტატისტიკა არ არსებობს.  კრიტიკულად კი ვიყავი განწყობილი, მაგრამ ეს ქულათა სისტემაც, მგონი, კარგი პრევენციაა და უკონტაქტო პატრულიც. მით უმეტეს, ვიდეოჯარიმები იმ 100 ქულასთან არავითარ კავშირში არაა.
აი, ასეთი ნიშანი სადაც იქნება, ეს ნიშნავს, რომ იმ ზონაში უკონტაქტო პატრული მოძრაობს, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, გადაგიღებს ვიდეოს და მოგივა სახლში. თუ არ/ვერ ჩაიბარებ, აიტვირთება შსს-ს საიტზე და ჩაითვლება ჩაბარებულად. ეს ვიდეოჯარიმები ქულებს არ გაკლებს.
სულაც არაა ისეთი მონსტრი, როგორიც თავიდან ჩანდა.'' – წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში. 

 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...