„ქართული ოცნების“ წევრები დღეს საკუთარ ოფისში შეძახილებითა და სტვენით შეაცილეს – ასეთ ხამურიან ფონზე დაიწყო პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომა.
პარტიის ოფისთან შეკრებილები არიან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები. ისინი კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ, თუ კალაძე მათ არ შეხვდება, აპირებენ, აქცია მთაწმინდის პარკში გამართონ, სადაც „ქართული ოცნების“ მხრიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატის წარდგენა იგეგმება.
„კალაძეს არ აქვს მორალური უფლება, ქალაქის მერი იყოს, ვინაიდან ვიცეპრემიერობის დროს მან არ იკადრა, ამ ხალხთან არ მოვიდა“, – განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სუხიაშვილმა.
დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მმართველმა ძალამ ოფიციალურად უნდა დაასახელოს დედაქალაქის მერობის კანდიდატი .
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ვინ იქნება ეს კანდიდატი – კახი კალაძე თუ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პარტიის გარკვეული ფრთის, თუმცა არა დიდი ფრთის სასურველი კანდიდატია.